ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება პარაფარისებრი ჯირკვლების ჰორმონის უკმარისობით, რასაც მივყავართ ორგანიზმში კალციუმის შემცველობის დაქვეითებამდე და კრუნჩხვითი, მტკივნეული შეტევების განვითარებამდე. ჰიპოპარათირეოზი შესაძლებელია განვითარდეს, სტრუმექტომიის დროს აღნიშნული ჯირკვლების შემთხვევით მოცილების შედეგად. იშვიათად Read More …

სასქესო ჯირკვლები

სასქესო ჯირკვლები – გონადები, საერთო სახელწოდება ადამიანისა და ცხოველთა ორგანოებისა, რომლებშიც ვითარდება და ყალიბდება გამეტები. ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების სასქესო ჯირკვლები შეიცავს ჰორმონების წარმომქმნელ ელემენტებსაც (იხ. სასქესო ჰორმონები), მაგრამ რამდენადაც გონადების მთავარი ფუნქცია სეკრეცის არ არის, სახელწ. სასქესო ჯირკვლები უმართებულოა. Read More …

საკვერცხე

საკვერცხე – 1. (ovarium)  ქალის სასქესო ჯირკვალი, ასრულებს გენერაციულ და ენდოკრინულ ფუნქციებს, შედგება ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერებებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  ქალის სასქესო ჯირკვალი (ჩვეულებრივ წყვილი), რომელშიც წარმოიქმნება და მწიფდება კვერცხუჯრედი; Read More …

სათესლე ჯირკვალი

სათესლე ჯირკვალი – მამაკაცის წყვილი სასქესო ჯირკვალი; მდებარეობს სათესლე პარკში. გამოიმუშავებს სპერმატოზოიდებსა და მამაკაცის სასქესო ჰორმონებს – ანდროგენებს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

პინეალოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პინეალოციტები – (endocrinocyti pineales) ეპიფიზის ჯირკვლოვანი უჯრედები, ლოკალიზდებიან ეპიფიზის წილაკთა ცენტრში; არჩევენ მთავარ (ნათელ) პინეალურ უჯრედებს (endocrinocytus lucidus) და მუქ უჯრედებს (endocrinocytus densus) ციტოპლაზმაში აციდოფილური და ბაზოფილური გრანულებით; გამოიმუშავებენ მელატონინსა და რიგ Read More …