ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის კარიბჭის ფურუნკული – წარმოიქმნება ტრავმების და განაკაწრების დროს სტაფილოკოკური ინფექციის შეღწევით ცხვირის შესავალის ცხიმოვან ჯირკვლებსა და თმის ფოლიკულებში. გასაკუთრებით ხშირია ფურუნკულოზისადმი მიდრეკილ პირებში. სიმპტომები, მიმდინარეობა. ძლიერი ტკივილი, რომელიც ხშირად გადაეცემა საფეთქელში, კბილებში, თვალში. კანი ცხვირის წვერზე და ფრთებზე გათხელებული, ჰიპერემიული, დაჭიმული და ძალიან მტკივნეულია შეხებისას. სხეულის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისტემური ანალიზი – (ინტ.) systems analysis სხვადასხვა სახის რთულ პრობლემებზე გადაწყვეტილებების მომზადებისა და დასაბუთების მეთოდოლოგიურ საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც ეყრდნობა სისტემურ მიდგომას, თანამედროვე მართვის თეორიასა და მათემატიკურ მეთოდებს. ანალიზის ძირითად პროცედურას რეალური სიტუაციის ურთიერთკავშირების ამსახველი განზოგადებული მოდელის შექმნა წარმოადგენს. 2. სისტემური ანალიზი – მეთოდებისა და საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მშობიარობის შემდგომი სეფსისი – ვითარდება მშობიარობის შემდგომი პერიოდის სხვადასხვა დღეებში. იწყება მწვავედ, ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა, აღინიშნება მაღალი ჰექტიური ტემპერატურა, შემცივნება, ხშირი პულსი, გონების დაბინდვა, სისხლის სეპტიკური სურათი, ბაქტერიემია. შინაგანი ორგანოებიდან განსკუთრებით ხშირად ზიანდება ფილტვები (სეპტიკური პნევმონია). თირკმელების მძიმე დაზიანება იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას. შემდეგში დაავადების კლინიკური სურათი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუტანტი – მემკვიდრულად შეცვლილ ორგანიზმთა ფორმები, რომლებიც საწყისისგან რომელიმე გადახრით განსხვავდება და მიიღება მუტაციის შედეგად. მუტანტი აღწერილია რამდენიმე ასეული წლის წინათ როგორც მცენარეებში (მაგ., შეცვლილფოთლებიანი მარწყვი და ქრისტესისხლა), ისე ცხოველებში (მოკლეფეხებიანი ცხვარი). XX ს. 20 – 30 – იან წლებში ინდუცირებული მუტაგენეზის აღმოჩენის შემდეგ მიიღეს ნაირგვარი მუტანტი.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეცნიერებათმცოდნეობა – დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მეცნიერების ფუნქციონირებასა და განვითარებას, მეცნიერული ცოდნისა და მეცნიერული მოღვაწეობის სტრუქტურას და დინამიკას, მეცნიერების ურთიერთმოქმედებას სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან და საზოგადოების მატერიალური და სულიერი ცხოვრების სფეროებთან. მეცნიერებათმცოდნეობა, როგორც დამოუკიდებელი კომპლექსური დისციპლინა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა გამოკვლევას ისტორიაში, სოციალოგიაში, ეკონომიკაში, ლოგიკაში, მეცნიერების ფსიქოლოგიაში, მეცნიერებათმეტრიასა და რიგ