Tag Archives: jirkvalSi

ცისტადენოკარცინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტადენოკარცინომა – (cystadenocarcinoma; ბერძ. Kystis ბუშტუკი + ადენოკარცინომა) ავთვისებიანი სიმსივნე, ჯირკვლოვანი კიბოს ტიპის; წარმოქმნილია ცისტის ეპითელური შრისაგან; განსაკუთრებით ხშირია საკვერცხეებში, სადაც ის შესაძლოა იყოს ორმხრივი. შედარებით იშვიათად ცისტადენოკარცინომა აღინიშნება კუჭქვეშა ჯირკვალში, სანერწყვე ჯირკვლებში და სარძევე ჯირკვლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სეროტონინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეროტონინი – ამინომჟავა ტრიპტოფანის წარმოებული, რომელიც შედის თავის ტვინში, ნაწლავში, კუჭქვეშა ჯირკვალში, თრომბოციტებში, პოხიერ უჯრედებში. აქვს ძლიერად გამოხატული სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედება, წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ – ერთ ძირითად მედიატორს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სენჰაუზ – კირკსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სენჰაუზ – კირკსის სინდრომი – (Senhouse;  Kirkes)შოკური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევის შედეგად, ან მათი ტოქსიკურ – ალერგიული დაზიანებით; ვლინდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით, კრუნჩხვებით, ჰიპოტონიით, ტაქიკარდიით, აკროციანოზით,  ჰიპოთერმიით, ნარჩენი აზოტის მომატებით სისხლში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სანერწყვე ჯირკვლების კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანერწყვე ჯირკვლების კიბო – ავთვისებიანი სიმსივნეები ხშირად ვითარდeბა ყბა – ყურა ჯირკვალში, იშვიათად ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებში. სჭარბობს ციპინდრომები (ადენოკისტოზური კარცინომა), ადენოკარცინომა, იშვიათად ეპიდერმოიდული კარცინომები და ნაკლებდიფერენცირებული კიბო. ცილინდრომებს გააჩნიათ მკვრივი კაფსულა, იზრდებიან ნელა, ძნელად გადანაცვლდებიან, იწვევენ ძლიერ ტკივილს, მიმიკური მუსკულატურის დამბლას. ამ სიმსივნისათვის დამახასიათებელია ჰემატოგენური მეტასტაზირება

Read More

სათესლე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სათესლე – 1. (testis ბერძნ. orchis)   მამაკაცის სასქესო ჯირკვალი. მასში მიმდინარეობს მამაკაცის სასქესო  უჯრედებისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონის წარმოქმნა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  მამაკაცის წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომელიც მოთავსებულია სათესლე ჯირკვალში; სათესლე ჯირკვალი გამოიმუშავებს ანდროგენებსა და სპერმატოზოიდებს. გაფრთხილება!

Read More