კარცინომოემბრიონული ანტიგენი

განმარტებითი ლექსიკონი კარცინომოემბრიონული ანტიგენი – ცილა,რომელიც გამომუშავდება ნაყოფის ორგანიზმში და ჯანმრთელ მოზდრილ ადამიანში არ ხვდება.შეიძლება გამომუშავდეს კარცინომის დროს (განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის კარცინომის დროს),მაგრამ ეს არის ავთვისებიანი სიმსივნის მცირედ მგრძნობიარე მარკერი.კარცინომოემბრიონული ანტიგენი ონკოფეტალური ანტიგენის მაგალითია,რომელიც გამოიყენება როგორც სხვადასხვა სიმსივნეების ინდიკატორი.  

შიმკეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიმკეს სინდრომი – მემკვიდრეობითი მრავლობითი ენდოკრინული ხასიათის სიმსივნეთაკომპლექსი: ფარისებური ჯირკვლის მედულარული კარცინომა შეუღლებული ორმხრივ ფეოქრომოციტომასთან, პარათირეოიდული ჯირკვლის ჰიპერპლაზიასა და ადენომასთან. ადგილი აქვს აკტჰ, ერითროპოეტინის, კალციტონინის და სხვ. ჰორმონების ექტოპიურ პროდუქციასაც. სინონიმი: სიპლის Read More …

სანერწყვე ჯირკვლების კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანერწყვე ჯირკვლების კიბო – ავთვისებიანი სიმსივნეები ხშირად ვითარდeბა ყბა – ყურა ჯირკვალში, იშვიათად ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებში. სჭარბობს ციპინდრომები (ადენოკისტოზური კარცინომა), ადენოკარცინომა, იშვიათად ეპიდერმოიდული კარცინომები და ნაკლებდიფერენცირებული კიბო. ცილინდრომებს გააჩნიათ მკვრივი კაფსულა, Read More …

ლიმფოეპითელიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოეპითელიომა – (lymphoepithelioma; ლათ. Lympha სუფთა წყალი + ეპითელიომა; სინ.: შმინკეს სიმსივნე, სინციტიალური კარცინომა, გარდამავალ – უჯრედოვანი კიბო) ხახის ავთვისებიანი სიმსივნე, ბრტყელუჯრედოვანი კიბოს სახესხვაობა. როგორც წესი ლიმფოეპითელიომა ვითარდება ლიმფოიდური ქსოვილით მდიდარ ხახის Read More …