აპიკექტომია

განმარტებითი ლექსიკონი აპიკექტომია – (სტომატოლოგიაში) კბილის ფესვის მწერვალის ქირურგიული ამოკვეთა.როგორც წესი,მას თან ახლავს კბილის ფესვის  ბოლოს დაბჟენა,მაგრამ ,თუ კბილის პულპის ფესვის არხის მკურნალობა შედეგს არ იძლევა და შეუძლებელია მისი გაგრძელება,ხდება ბჟენის გამოტანა.

თანკბილვის ანომალია

განმარტებითი ლექსიკონი თანკბილვის ანომალია – მდგომარეობა,რომლის დროსაც აღინიშნება ზედა და ქვედა კბილების არასწორი შეთანასოვნება.

ქვედა ყბის კბილების ანესთეზია

განმარტებითი ლექსიკონი ქვედა ყბის კბილების ანესთეზია – ინიექციის სახეობა ქვედა ალვეოლური ნერვის ანესთეზიის განხორციელებისთვის.ჩვეულებრივ გამოიყენება პირის ღრუს ერთ მხარეზე განლაგებული ქვედა ყბის კბილებზე სხვადასხვა ოპერაციების დროს.  

არასრულყოფილი ამელოგენეზი

განმარტებითი ლექსიკონი არასრულყოფილი ამელოგენეზი – მემკვიდრული დეფექტი,რომლის დროსაც ირღვევა კბილის მინანქრის წარმოქმნის პროცესი.კბილს აქვს უჩვეულო ზედაპირი,მაგრამ ის არ არის  ნაადრევი დაშლისაკენ მიდრეკილი.

ამელოგენეზი

განმარტებითი ლექსიკონი ამელოგენეზი – ამელობლასტების მიერ მინანქრის წარმოქმნა.ეს პროცესი მთავრდება კბილების ამოჭრამდე.

ამელობლასტი

განმარტებითი ლექსიკონი ამელობლასტი – უჯრედი,რომელიც პროდუცირებს კბილის მინანქარს;ქრება უშუალოდ კბილების ამოჭრამდე.  

ყბის ცისტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბის ცისტები – ოდონტოგენური წარმოშობის, თხიერი შემცველობის პათოლოგიური ღრუ წარმონაქმნი. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფესვის ცისტა ვითარდება ეპითელური ელემენტებისაგან პერიოდონტში მიმდინარე ანთებითი კერის გამაღიზიანებელი ზემოქმედებით. ფოლიკულური ცისტის წარმოშობას უკავშირებენ კბილის ფოლიკულის ცისტურ გადაგვარებას. ყბების Read More …

სარძევე კბილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარძევე კბილები – დროებითი კბილები, რომელთა ამოჭრა იწყება  ბავშვებში 6 – 9 თვის ასაკში, 2 – 3 წლისათვის ამოსულია 20 კბილი – 4 საჭრელი, 2 ეშვი, 4 მოლარი (ბავშვებში პრემოლარები არ არის). Read More …

საკბილე ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკბილე ფირფიტა – (lamina dentalis ლათ. lamina  –  ფირფიტა და dens, dentis  –  კბილი)  ემბრიონული განვითარების დაახლოებით მე – 7 კვირას ზედა და ქვედა ყბის თავისუფალ ზედაპირზე განვითარებული ეპითელური შემსხვილებები, რომლებიც შემდგომ Read More …

პერიოდონტიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიოდონტიუმი – (periodontium ბერძნ.peri – გარშემო და odus, odontos – კბილი) კბილის ცირკულური იოგი, წარმოქმნილი მკვრივი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილებით, რომელთა კოლაგენური ბოჭკოები შეაღწევს კბილის დუღაბსა და ალვეოლური ძვლის ძვლისაზრდელაში; შეიცავს სისხლძარღვებს. (ც. Read More …