სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘kibo’

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

წინამდებარე ჯირკვლის კიბო – სიხშირის მიხედვით ერთ – ერთ პირველ ადგილზეა მამაკაცებში. განსაკუთრებით ხშირად დიაგნოსტირდება 60 წლის ასაკის ზევით. წარმოადგენს სხვადასხვა დიფერენცირების ადენოკარცინომას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 847 times by 215 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირხახის სიმსივნეები – ცხვირხახის სიმსივნეების ძირითად ჰისტოლოგიურ ვარიანტს წარმოადგენს ბრტყელუჯრედოვანი კიბო. გვხვდება არადიფერენცირებული კიბო (30%), ლიმფოსარკომა და ლიმფოეპითელიომა. სიმპტომები დამოკიდებულია მეზობელი ორგანოების ინვაზიის ვარიანტებზე. ცხვირხახის კიბო ვრცელდება ხახის კედელზე ქვევით, მოიცავს რბილ სასას, ამასთან გაძნელებულია ყლაპვის აქტი, აღინიშნება ხმის ჩახლეჩა, ხველა. ავადმყოფთა 30% – თან სიმსივნე იზრდება ცხვირის ღრუში, იწვევს გამონადენს ცხვირიდან, დუდღუნაობას, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებას. სიმსივნის წარმოქმნისას გვერდით ნაწილებში ირღვევა ევსტაქის მილის გამტარობა, ქვეითდება სმენა. სიმსივნის გავრცელებისას ქალას ღრუში ვითარდება თავის ტკივილები, დიპლოპია, მხედველობის დაკარგვა და სხვა სიმპტომები. საბოლოოდ დიაგნოზის დაზუსტება ხდება მხოლოდ ქირურგიული ბიოფსიის შემდეგ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 3916 times by 374 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირის ღრუსა და დანამატი ღრუების სიმსივნეები – აღინიშნება იშვიათად (ყველა სახის სიმსივნის 0,5%). ბრტყელუჯრედოვანი კიბო შეადგენს შემთხვევათა 80% – ს; გვხვდება აგრეთვე ესტეზიონეირობლსტომა. სიმპტომებია: ცხვირისმიერი სუნთქვის გაძნელება, სახის შეშუპება, ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან, თვალის კაკლის გადანაცვლება, ტკივილი. სიმსივნეები შესაძლოა ლოკალიზებული იყოს ცხვირის ღრუში ან ზედა ყბის წიაღებში. მკურნალობა. კომბინირებული ქირურგიული ჩარევა სხივურ და ქიმიოთერაპიასთან ერთად (ადრიაბლასტინი, ცისპლატინი, ციკლოფოსფანი, მეტოტრეაქსატი, ფტორურაცილი, პროელიდინი)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 2523 times by 296 viewers

konsultaciebi

vaka