Tag Archives: klavs

დიკროცელიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიკროცელიოზი – შინაური და გარეული ცხოველების (იშვიათად ადამიანის) ჰელმინთოზური დაავადება. იწვევს ლანცეტისებრი ფორმის პარაზიტი Dicrocoelium lanceatum. გავრცელებულია ყველგან. ვითარდება შუალედი (ხმელეთის ლოკოკინები) და დამატებითი მასპინძლების (ჭიანჭველები) მონაწილეობით. დიკროცელიოზით ცხოველი ავადდება საძოვარზე. დიკროცელიუმი პარაზიტობს ნაღვლის სადინარში, იწვევს ანთებას. ამცირებს ცხოველის პროდუქტიულობას, ასუსტებს მას და ხშირ შემთხვევაში კლავს კიდეც.

Read More