ფრუქტოზის გადაუტანლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრუქტოზის გადაუტანლობა – (სინ. ფრუქტოზემია) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ფრუქტოკინაზას დეფიციტით და ვლინდება ადრეული ასაკიდან ღებინებით, კრუნჩხვებით, სისხლში ფრუქტოზის მომატებული შემცველობით, ჰიპოფოსფატემიით, ჰიპოგლიკემიით, ღვიძლში და თირკმელებში დისტროფიული ცვლილებებით; გადაეცემა რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! Read More …

უესტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უესტის სინდრომი – ბავშვებში კრუნჩხვის ნაირსახეობა. სერიული მოხრითი სპაზმები. დღის მანძილზე შესაძლოა 80 – მდე და მეტი კრუნჩხვა, თითოეული 15 – 20 კონვულსიით. ელექტრო – ენცეფალოგრამაზე გამოხატული დიზრიტმია. დაავადება ჩვეულებრივ, ვლინდება ორი Read More …

სენჰაუზ – კირკსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სენჰაუზ – კირკსის სინდრომი – (Senhouse;  Kirkes)შოკური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევის შედეგად, ან მათი ტოქსიკურ – ალერგიული დაზიანებით; ვლინდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით, კრუნჩხვებით, ჰიპოტონიით, ტაქიკარდიით, აკროციანოზით,  ჰიპოთერმიით, ნარჩენი აზოტის მომატებით Read More …

სალაამის კრუნჩხვები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სალაამის კრუნჩხვები – (არაბ. სალამ ან სალაამ – აღმოსავლური მისალმება მდაბალი სალმით) ინფანტილური სპაზმების ვარიანტი, რომელიც ვლინდება ხანმოკლე გენერალიზებული  კრუნჩხვებით, თავის, ტანის, ხელების კლონური მოხრითა და ფეხების გაშლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული Read More …

როლანდის ეპილეფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როლანდის ეპილეფსია – ბავშვთა ასაკის იდიოპათიური პარციალური ეპილეფსიის  ვარიანტი, რომელიც მემკკვიდრულად გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და ვლინდება გულყრებით, რომლებიც ხასიათდება სახის, ენის, ხახის,  კუნთების კრუნჩხვებით, აღინიშნება ასევე ნერწყვდენა, მეტყველების შეჩერება. მოზარდთა Read More …

ომბრედანის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ომბრედანის სინდრომი – (L. Ombredanne, ფრან. ქირურგი)ჰიპერთერმიული სინდრომი, რომელიც მიმდინარეობს სიფერმკრთალით, ტაქიკარდიით, ჰიპოტენზიით, ხშირად კრუნჩხვებით; ზოგჯერ ვითარდება ჩვილ ბავშვებში ოპერაციული ჩარევიდან რამდენიმე საათის შემდეგ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს Read More …

ნეიროტოქსიკური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროტოქსიკური სინდრომი – (syndromum neurotoxicum; სინ. ნეიროტოქსიკოზი) პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ადრეული ასაკის ბავშვებში ზოგიერთი ინფექციური დაავადებების დროს და ხასიათდება ჰიპერთერმიით, ცნობიერების დაბინდვით, კრუნჩხვებით, მენინგეალური სიმპტომებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო Read More …

ნაყოფისა და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაყოფისა და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადება – ვითარდება დედისა და ნაყოფის სისხლის იმუნოლოგიური შეუთავსებლობით (ხშირად რეზუს – ფაქტორის), რაც იწვევს ნაყოფის ან ახალშობილის ერითროციტების დაშლას (ჰემოლიზს). შესაძლოა იყოს მუცლის მოწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, ან Read More …

მწვავე ნეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე ნეფრიტი – დაავადება, რომელიც ხასიათდება თირკმლის გორგლებში ანთებითი ხასიათის ცვლილებებით. ვითარდება იმუნური დარღვევების შედეგად. ჩვეულებრივ თავდაპირველად გამოვლინდება გადატანილი მწვავე ინფექციის შემდეგ (ანგინა, ფარინგიტი). დაავადებას ადგილი აქვს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო ხშირად Read More …

მედულობლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მედულობლასტომა – (medulloblastoma; ლათ. Medulla ძვლის ტვინი + ბერძ. Blastos ყლოტრი + – oma სიმსივნე; სინ.: სარკომატოზული გლიომა, ემბრიონალური ნეიროგლიოციტომა, ნეიროსპონგიომა, ნეიროსპონგიობლასტომა, იზომორფული გლიობლასტომა, სფერობლასტომა, გრანილობლასტომა)ცენტრალური ნერვული სისტემის ავთვისებიანი ნეიროექტოდერმული სიმსივნე. გვხვდება Read More …