გლობინი

განმარტებითი ლექსიკონი გლობინი – ორგანიზმში არსებული ცილა, რომელიც უკავშირდება რკინის შემცველ ჯგუფებს,რის შედეგად  წარმოიქმნება ჰემოგლობინი (აღინიშნება სისხლის წითელ უჯრედებში) და  მიოგლობინი  (აღინიშნება კუნთებში).

ნერვული აირი

განმარტებითი ლექსიკონი ნერვული აირი – აირი, რომელიც იწვევს ნერვების და მათ მიერ ინერვირებული კუნთების ნორმალური ფუნქციის დარღვევას.არსებობს ნერვული აირის 2 ჯგუფი: G-ნივთიერებები  და V-ნივთიერებები.V-ნივთიერებების ერთმა ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი სასუნთქი კუნთების დამბლის შედეგად.

ანტაგონისტი

განმარტებითი ლექსიკონი ანტაგონისტი – 1.კუნთი,რომელიც სხვა კუნთის (აგონისტის) საპირისპიროდ მოქმედებს.აგონისტების და ანტაგონისტების მუშაობა ადამიანს ნორმალური მოძრაობის საშუალებას აძლევს.2.სამკურნალო ან სხვა რომელიმე ნივთიერება,რომელიც  სხვა სამკურნალო ნივთიერების ან ადამიანის სხეულში სხვა რომელიმე ქიმიური პროცესის საპირისპირო მოქმედებას ავლენს.

საღეჭი კუნთები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საღეჭი კუნთები – 1. ღეჭვის პროცესთან დაკავშირებული 4 წყვილი კუნთი. საღეჭ კუნთებს განეკუთვნება ზედაპირულად მდებარე საღეჭი, საფეთქლისა და ღრმად მდებარე შიგნითა და გარეთა ფრთისებრი კუნთები. საღეჭი კუნთები ამოძრავებს ქვედა ყბას, რაც უზრუნველყოფს Read More …

პიომიოზიტი ტროპიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიომიოზიტი ტროპიკული – (pyomyositis tropica; პიო – + ბერძ. mys, myos კუნთი + – იტი) ტროპიკული ინფექციური დაავადება, სავარაუდოდ სტრეპტოკოკური ეტიოლოგიისა; ხასიათდება ცხელებით და პიოდერმიით, შემდგომში ჩონჩხის კუნთებში მტკივნეული ინფილტრატების გაჩენით, რომლებიც Read More …

პერიმიზიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიმიზიუმი – (perimysium ბერძნ.peri – გარშემო და mys, myos – კუნთი) მსხვილკუნთოვანი ბოჭკოების გარშემო შემაერთებელქსოვილოვანი გარსი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ეპითელიოიდური მიოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპითელიოიდური მიოციტი – (myocytus epithelioideus ბერძნ. mys, myos – კუნთი და cytos – უჯრედი) სიგრძივ და ირგვლივ (ცირკულურად) განლაგებული გლუვკუნთოვანი უჯრედები ეპითე­ლიოი­დური არტერიოლოვენულური ანასტომოზის შუა გარსში, რომ­ლებიც ფორმითა და ნათელი ციტოპლაზმით ეპითელური Read More …

გულის მიოციტი (კარდიომიოციტი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გულის მიოციტი (კარდიომიოციტი) – (myocytus cardiacus ბერძნ. mys, myos – კუნთი და cardia – გული) გულის კუნთოვანი ქსოვილის სტრუქტურულ – ფუნქციური ელემენტი. ცილინდრული ან მორჩებიანი ფორმის განივზოლიანი კუნთოვანი უჯრედი ცენტრალუ­რად მდებარე ბირთვითა Read More …

გლუვი მიოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლუვიმიოციტი – (myocytus nonstriatus ბერძნ.mys, myos – კუნთი, cytos – უჯრედი; ლათ.non – უარყოფა და stria – ზოლი) გლუვი კუნთოვანი ქსოვილის სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული – მეზენ­ქიმური წარმოშობის უხშირესად მოგრძო თითისტარისებრი ფორმის, Read More …