გასტროდუოდენოსკოპია

განმარტებითი ლექსიკონი გასტროდუოდენოსკოპია – კუჭის და  თორმეტგოჯა ნაწლავის  ღრუს  გამოკვლევის მეთოდი ენდოსკოპის საშუალებით .

გასტროპარეზი

განმარტებითი ლექსიკონი გასტროპარეზი – ნერვულ-კუნთოვანი ხასიათის მოშლილობა,რომლის დროსაც კუჭში ხდება  საკვების შენელებული მონელება და მისი განთავისუფლება (საკვების ევაკუაცია კუჭიდან);ჩვეულებრივად მას თან ახლავს გულისრევა,ღებინება ან გაბერილობა.

საყლაპავი მილის ატრეზია

განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავი მილის ატრეზია – ანტენატალური განვითარების პათოლოგია,როდესაც ნაყოფის საყლაპავი მილი ბოლომდე არ ფორმირდება.საყლაპავი მილი კუჭის მისვლამდე ყრუდ მთავრდება,რის შედეგად საკვები ვერ გადადის კუჭში.

ანტრექტომია

განმარტებითი ლექსიკონი ანტრექტომია – ოპერაცია,რომლის დროსაც ხდება კუჭის ზედა ნაწილის (ანტრუმის) ამოკვეთა.ამ ოპერაციის მიზანია კუჭში გამომუშავებული მჟავის რაოდენობის შემცირება.

ანტაციდები

განმარტებითი ლექსიკონი ანტაციდები – სამკურნალო პრეპარატები;რეფლუქსის დროს კუჭში და საყლაპავ მილში მარილმჟავას ნეიტრალიზაციას ახდენენ.

ალიმენტური ტრაქტი

განმარტებითი ლექსიკონი ალიმენტური ტრაქტი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

ქოლეცისტოგასტროსტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლეცისტოგასტროსტომია – (ბერძ. Chole ნაღველი + kystis ბუშტი + gaster კუჭი + stoma  პირი, ხვრელი, გასავალი) ანასტომოზის დადება ნაღვლის ბუშტსა და კუჭს შორის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა Read More …

პოსტგასტრორეზექციული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტგასტრორეზექციული სინდრომი – 1. (ლათ. Post შემდეგ + ბერძ. Gaster კუჭი + ლათ. Resectio მოკვეთა; სინ.: პოსტრეზექციული სინდრომი, აგასტრიული სინდრომი) დარღვევების კრებითი დასახელება, რომლებიც ვითარდებიან კუჭის 2/3 – 3/4 რეზექციიდან ან ვაგოტომიის Read More …

პეიტც – ეგერსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეიტც – ეგერსის სინდრომი – (J. L. Peutz, ჰოლანდ. ექიმი; H. Jeghers) კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მემკვიდრულ – ოჯახური პოლიპოზი, რომელიც შერწყმულია კანისა და ლორწოვანი გარსების კეროვან მელანოზთან. სინდრომი ვლინდება წვრილი ნაწლავის Read More …

დიაფრაგმისქვეშა აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიაფრაგმისქვეშა აბსცესი – ჩირქის დაგროვება ღვიძლის ზედა ზედაპირსა და დიაფრაგმის ქვედა ზედაპირს შორის. დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ვითარდება მუცლის ღრუს ზედა ნაწილის ორგანოებში (ღვიძლი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე გზები) განლაგებული ანთებითი კერებიდან Read More …