Tag Archives: likvidacia

ყბისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. პათოგენეზი დაკავშირებულია მიმდებარე რბილ ქსოვილებში ინფექციის გავრცელებასთან ლიმფური ან ვენური დინებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.

Read More

ტენეზმები

ტენეზმები – (ბერძნ. tenesmos  –  ცრუ ჭინთვა < teino  –  ვძაბავ), მტკივნეული, ცრუ ჭინთვები დეფეკაციის ან შარდვის დროს. იწვევს სწორი ნაწლავის ან შარდის ბუშტის კუნთების ტონური შეკუმშვა, ამავე დროს სფინქტერების სპაზმური შეკუმშვა ხელს უშლის ორგანოს დაცლას.. ტენეზმები აღინიშნება დიზენტერიის, სწორი ნაწლავის სხვადასხვა პათოლ. პროცესის ( ანთება, ნახეთქები უკანა გასავალში, ბუასილი, სიმსივნე) დროს ან შარდის ბუშტისა

Read More

სტომატოგენური ინფექცია ქრონიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტომატოგენური ინფექცია ქრონიკული – ქრონიკული ანთების კერა  პირის ღრუში,  რომელიც იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას. სიმპტომები. ახასიათებს დუნე, ხანგრძლივი მიმდინარეობა. ვლინდება სისუსტე, სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი,   სხეულის სუბფებრილური ტემპერატურა, ლეიკოციტოზი, რომელიც მონაცვლეობს ლეიკოპენიასთან, ლიმფოციტოზი, მეორადი ანემია, ედსის მომატება. კანის დადებითი სინჯები ალერგენებზე, კერძოდ სტრეპტოკოკური. ვლინდება კბილები მკვდარი პულპით, პაროდონტული

Read More

სისხლხველება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლხველება – ჰემოპტოე, სასუნთქი ორგანოებიდან სისხლის გამოყოფა ხველების დროს. ნახველში შეიძლება იყოს სისხლის ”ძაფები”, სისხლის მინარევი, სუფთა სისხლი, ”ჟანგიანი” ნახველი და სხვ. ფილტვებიდან სისხლდენის დროს სისხლის დიდი რაოდენობა გამოიყოფა. სისხლხველება გვხვდება ტუბერკულოზის, ბრონქიტის, ბრონქოექტაზიური დაავადების, ფილტვის სიმსივნის, ანთების, აბსცესის, ინფარქტის, გულის ზოგიერთი მანკისა და სხვ. დროს. სისხლხველების

Read More

გლიკოზურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლიკოზურია – გლუკოზურია (ბერძნ glykys – ტკბილი და uron – შარდი), შარდში შაქრის გამოყოფა. ჩვეულებრივ შაქრიანი დიაბეტის ნიშანია და დაკავშირებულია ჰიპერგლიკემიასთან – (სისხლში შაქრის მომატება). ზოგჯერ ვითარდება შაქრისადმი თირკმლის ზღურბლის დაქვეითების შედეგად – (თირკმლისმიერი გლიკოზურია). შეიძლება აღმოაჩნდეს ჯანმრთელ ადამიანსაც ტკბილის ჭარბად მიღების ან ნერვული და ემოციური დაძაბვის

Read More