წიგნური ლექსიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წიგნური ლექსიკა – (ლინგვ.) მეტყველების წიგნურ სტილთან დაკავშირებული ლექსიკა, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში, პუბლიცისტურ ნაწარმოებებში, ოფიციალურ – საქმიან დოკუმენტებში და ა. შ. მაგ. კონიუნქტურა, პრეროგატივა, ფაქტორი, ერუდიცია, ჰიპოთეზური, დეკლარირებული, იდენტური და სხვ. Read More …

ცენტროსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროსომა – (centrosoma ლათ. centrum – ცენტრი და ბერძნ. soma, somatos – სხეული) უჯრედის ორგანოიდი, რომელსაც ეწოდება უჯრედის ცენტრი . იგი შედგება ერთი, ან უფრო ხშირად, ორი ცენტრალური სხეულაკისაგან – ცენტრიოლებისაგან , Read More …

ქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატინი – (chromatinum ბერძნ.chroma, chromatos  –  შეღებვა, ფერი)  უჯრედის ბირთვის ნივთიერება, რომელიც ძირითადი საღებარებით ძლიერ იღებება. ქიმიურად ქრომატინი რთული ცილაა, რომლის შემადგენლობაში შედის დნმ და ჰისტონები. ბირთვული ქრომატინის დნმ იძლევა ფელგენის დადებით Read More …

ქონდრიოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრიოსომები – (chondriosomata ბერძნ.chondros  –  მარცვალი და soma, somatos  –  სხეული)  –  მიტოქონდრიები  უჯრედის ორგანოიდის, ე.წ.ქონდრიომის განაწევრები, რომლებიც ასრულებენ უჯრედის სასუნთქი ცენტრებისა და ენერგიის აკუმულატორების როლს. უჯრედის ამ სტრუქტურული კომპონენტების აღსანიშნავად თანამედროვე Read More …

ფსევდოაბდომინური სიდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოაბდომინური სიდრომი – (ბერძ. Pseudes ცრუ + ლათ. Abdominalis მუცლის; სინ.: ცრუ მწვავე მუცელი) ტერმინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება კლინიკურ ლიტერატურაში; აერთიანებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებისა და ორგანოების დაავადებებსა და პათოლოგიურ მდგომარეობებს, მუცლის ღრუს Read More …

უჯრედის ბირთვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ბირთვი – (nucleus cellulae სინ.caryon) – უჯრედის ძირითადი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს მათ რეპროდუქ­ციას,­ გენეტიკურ დეტერმინაციას და ცილის სინთეზის რეგულაციას. უჯრედის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის მოქმედებასთანაა და­კავშირებული გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა. გარეგნულად ბირ­თვი უფრო Read More …

სტრესი (ფსიქოლოგია)

სტრესი (ფსიქოლოგია) – (ინგლ. stress – დაძაბულობა) 1. ,,ორგანიზმის არასპეციფიკური პასუხი მისადმი წაყენებულ ნებისმიერ მოთხოვნაზე” (გ. სელიე); 2. არასპეციფიკური პასუხი, დაძაბვის ფუნქციონალური მდგომარეობა ორგანიზმის რეაქტიულობისა, წარმოქმნილი ადამიანებსა და ცხოველებში სტრესორის ზემოქმედების პასუხად; 3. ძლიერი  არახელსაყრელი, ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედი ზემოქმედება (სინონიმი Read More …

სტიგმები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტიგმები – 1. (ბერძ. stigma – წერტილი, ლაქა, ნიშანი, დაღი) ძველ სამედიცინო ლიტერატურაში ამ ცნებით აღნიშნავდნენ გადაგვარების (დეგენერაციების) ფსიქიკურ და ფიზიკურ ნიშნებს. ფსიქიკურ დეგენერაციულ სტიგმებს მიეკუთვნება ნორმალური ფსიქიკიდან თანდაყოლილი გადახრები. ფიზიკური დეგენერაციული Read More …

სპასტიკური კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპასტიკური კოლიტი – ქრონიკული სინდრომი, რომელიც ხასიათდება მსხვილი ნაწლავის მოტორიკის დარღვევითა და ვლინდება ფაღარათისა და შეკრულობების მონაცვლეობით, აგრეთვე მუცლის ტკივილებით. რამდენადაც მსხვილი ნაწლავის ჭეშმარიტ ანთებას ასეთ დროს ადგილი არა აქვს, თანამედროვე ლიტერატურაში Read More …

პტი მალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პტი მალი – მცირე ეპილეფსიური შეტევა. თანამედროვე ლიტერატურაში ტერმინი გამოიყენება როგორც აბსანსის სინონიმი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა