პერიციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიციტი – 1. (pericytus, LNH; პერი – + ჰისტ. cytus უჯრედი; სინ.: ადვენტიციური უჯრედი, პერივასკულარული უჯრედი) ნაკლებდიფერენცირებული შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედი, რომელიც ეკვრის კაპილარის, არტერიოლებისა და ვენულების კედელს გარედან; პერიციტი ასრულებს ფაგოციტურ ფუნქციას, მონაწილეობს Read More …

ნევროლემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნევროლემა – (neurolemma, LNH; ნევრო –  + ბერძ. lemma გარსი) ბაზალური მემბრანა, რომელიც ფარავს მიელინურ ნერვულ ბოჭკოს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ადენოჰიპოფიზი

ადენოჰიპოფიზი – (adenohypophysis ბერძნ.aden, adenis – ჯირკვალი, hypo – ქვევით, physis – წარმოქმნა, ზრდა და hypophysis – ტვინის დანამატი) ეპითელური წარმოშობის ჰიპოფიზის წინა წილი. გამოიმუშავებს ჰორმონებს, მოქმედებს სომატურ ქსოვილთა ზრდაზე და აგრეთვე სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე. წარმოიქმნება პირველადი პირის ღრუს ექტოდერმისაგან. Read More …

ადენოციტები D – ბაზოფილური

ლალი დათეშიძე ადენოციტები D – ბაზოფილური – (adenocyti D – basophili, LNH; სინ.: გონადოტროპოციტები, დელტა – ბაზოფილები, დელტა – უჯრედები) ადენოციტები, რომლებიც იღებებიან ფუძე საღებავებით და შეიცავენ სეკრეტულ გრანულებს ციტოპლაზმაში გლუკოპროტეიდების დიდი რაოდენობით; გამოიმუშავებენ გონადოტროპულ ჰორმონებს.

ადენოციტები B – ბაზოფილური

ლალი დათეშიძე ადენოციტები B – ბაზოფილური – (adenocyti B – basophili, LNH; სინ.: ადენოციტები ბაზოფილური, ბეტა – ბაზოფილები, ბეტა – უჯრედები) ადენოციტები, რომლებიც იღებებიან ფუძე საღებავებით და შეიცავენ სეკრეტულ გრანულებს ციტოპლაზმაში; ვარაუდობენ, რომ B – ბაზოფილური ადენოციტები გამოიმუშავებენ თირეოტროპულ ჰორმონს.