განმარტებითი ლექსიკონი აპოზიცია – ორი სტრუქტურის (მაგალითად,სხეულის ორი ნაწილის) მდგომარეობა,რომლის დროსაც ისინი მჭიდრო კონტაქტში არიან.
ჭდე: mdgomareoba
ცერებრული ამილოიდური ანგიოპათია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული ამილოიდური ანგიოპათია – პათოლოგიური მდგომარეობა: ამილოიდური ცილის ჩალაგება ტვინის წვრილი სისხლძარღვების კედელში. სისხლძარღვების შევიწრების შედეგად ვითარდება ტვინის იშემიური დაზიანება, ხოლო მათი გასკდომისას – სისხლჩაქცევა ტვინში. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ალცჰეიმერით დაავადებულებში. გაფრთხილება! Read More …
ცერებრიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრიტი – პათოლოგიური მდგომარეობა: თავის ტვინის ქსოვილის კეროვანი ინფილტრაციული ანთება, ჩვეულებრივ ჩირქოვანი ხასიათისა, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიებით, ან სოკოებით და იწვევს ტვინის აბსცესის განვითარებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა Read More …
ცერებრასთენია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრასთენია – პათოლოგიური მდგომარეობა: ხასიათდება მომატებული დაღლილობით; წარმოიქმნება თავის ტვინის ორგანული დაზიანების, ინფექციის, ინტოქსიკაციის შედეგად. მიმდინარეობს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ძილის დარღვევით, ვეგეტატიური ლაბილობით, მეხსიერების დაქვეითებით. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა. Read More …
შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი – ჰემორაგიული მენინგოენცეფალიტი, პირველადი ჰემორაგიული მწვავე ენცეფალიტი – მენინგოენცეფალიტი ინფექციურ – ალერგიული ბუნების, ახასიათებს მრავლობითი სისხლჩაქცევები თავის ტვინსა და მის გარსებში, მძაფრი დაწყება და მიმდინარეობა, კომატოზური მდგომარეობა, თავის Read More …