ფოლიკულშიგა ინჰიბიტორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულშიგა ინჰიბიტორი – დაბალი მოლეკულური წონის პოლიპეპტიდია, რომელიც თრგუნავს ტრანსკრიპციის პროცესს და ამიტომ მეიოზი არ შედგება. გონადოტროპული შენაერთები (გონადო­ტროპინები) ამ ეფექტს არ იძლევა, ხოლო სტეროიდები არეგულირებს ოოციტის ციტოპლაზმის მომწიფებას (რ.მ.მური, ჯ.მ.უარნესი, 1979). Read More …

სპერმატოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოგენეზი – (spermatogenesis ბერძნ.sperma  –  თესლი და genesis  –  განვითარება) სპერმატოგონიებიდან მამრობითი სასქესო  უჯრედების განვითარების პროცესი. მიმდინარეობს სათესლეს კლაკნილ­ მილაკების მთელ სიგრძეზე ტალღისებურად. სპერამტოგენეზის მიმდი­ნარეობაში არჩევენ ოთხ პერიოდს: 1. გამრავლების; 2. ზრდის; Read More …

სასქესო უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო უჯრედები – (cellulae sexuales)   უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სასქესო ჯირკვლების (სპერმატოზოიდებისა და კვერ­ცხ უჯრედების) ეპითელიუმის განვითარების პროცესში. ისინი სპეციალ­დებიან ორგანიზმთა კვლავწარმოსაქმნელად. განაყოფიერების დროს მამრობითი და მდედრობითი სასქესო  უჯრედები წარმოქმნიან ზიგოტას , რომლისგანაც Read More …

რედუქციული გაყოფა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედუქციული გაყოფა – (fissio reductionalis ლათ.reducere  –  შემცირება)   პირველი რიგის ოოციტებისა და სპერმატოციტების მომ­წიფების პირველი გაყოფა (მეიოზური გაყოფა), რომლის შედეგად ქრომოსომების რიცხვი ორჯერ მცირდება (ქრომოსომების რედუქცია). რედუქციული გაყოფის შემდეგ წარმოქმნილი მეორე რიგის Read More …

მულტივალენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მულტივალენტა – (ლათ. multum – ბევრი და valere – ღირებუ­ლება)  მეიოზში ქრომოსომების კომპლექსი, რომელიც შედგება ორზე მეტი მაკონიუგირებელი ქრომოსომისაგან. იხ.უნივალენტა, ბივალენტა, მეიოზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი Read More …