Tag Archives: moculobis

ჩელაიდიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩელაიდიტის სინდრომი – ვითარდება ფილტვების რეზექციის შემდეგ; როგორც მარჯვენა ჰემოთორაქსის და მარჯვენა ფილტვის ქვედაწილის მოცულობის შემცირების შედეგი. ვითარდება ბრონქოთორაკალური ფისტულა. რამდენიმე წლის შემდეგ ყალიბდება გართულებები, ნაწლავთა გადაადგილება, ტკივილი მუცელში, ანორექსია, მუცლის ბერვა და სხვ. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შრომატევადობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრომატევადობა – ცოცხალი შრომის ხარისხი, რომელიც დახარჯულია გარკვეული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად, გამომუშავების საპირისპირო სიდიდე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უჯრედების ატროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების ატროფია – (atrophia cellularum ბერძნ. a – უარყოფა და trophe – კვება)  უჯრედების მოცულობის შემცირება მათზე დამზიანებელი ფაქტორების მოქმედების შედეგად. უჯრედების დისტროფიისაგან განსხვავებით, ატროფირებადი უჯრედების ზომების შემცირებას თან არ სდევს უჯრედოვანი მეტაბოლიზმის ღრმა დარ­ღვევები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More

სუნთქვითი კოეფიციენტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუნთქვითი კოეფიციენტი – ფილტვებიდან გამოყოფილი ნახშირმჟავა გაზის მოცულობის  შეფარდება იმავე პერიოდში შესუნთქულ ჟანგბადის მოცულობასთან; ავადმყოფის მოსვენებით მდგომარეობაში სუნთქვითი კოეფიციენტის სიდიდე დამოკიდებულია ორგანიზმში დაჟანგული საკვები ნივთიერებების სახეზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა