Tag Archives: momwifebuli

ფალოპის მილები

ფალოპის მილები – (tubae uteri Fallopii) ეპითელიუმით ამოფენილი კუნთოვანი მილი, რომლითაც მომწიფებული კვერცხუჯრედი გადაადგილდება საკვერცხიდან საშვილოსნოსაკენ; იგივეა, რაც საშვილოსნოს მილები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

სპერმატოგონიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოგონიები – (spermatogonia ბერძნ.sperma  –  თესლი და gonos  –  დაბადება)  –  სათესლის სპერმატოგენული ეპითელიუმის კამბიური  უჯრედები, რომელთაგან სპერმატოგენეზის პროცესში პირველი და მეორე რიგის სპერმატოციტებისა და სპერმატიდების სტადიებით ვითარდება მომწიფებული მამრობითი სასქესო  უჯრედები  –  სპერმატოზოიდები. არჩევენ პირველად (დიდ) და მეორად (მცირე) სპერმატოგონიებს. ისინი შეიცავენ ქრომოსომების დიპლოიდურ ნაკრებს და

Read More

სომატური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური უჯრედები – (somatocyti ბერძნ. soma, somatos  –  სხეული) ორგანიზმის ყველა უჯრედი, სასქესო  უჯრედების გარდა . სომატურ უჯრედებად მიჩნეულია ბლასტომერები, ემბრიონული ჩანასახების  უჯრედები (სასქესო  უჯრედების გარდა) და ქსოვილოვანი  უჯრედები. ისინი განსხვავდებიან დიფერენცირების დონითა და მიმართულებით. ნორმალურ პირობებში ყველა სომატური უჯრედი შეიცავს ქრომოსომების დიპლოიდურ ან პოლიპლოიდურ ნაკრებს, განსხვავებით

Read More

სინგამია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინგამია – (syngamia ბერძნ. syn  –  ერთად და იხ.გამეტები)  განაყოფიერება, ანუ მამრობითი და მდედრობითი მომწიფებული სასქესო  უჯრედების (გამეტების) შეერთება ზიგოტის წარმოქმნით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

საზოგადოებრივი აზრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საზოგადოებრივი აზრი – (ფსიქოლოგია) გარკვეული მსჯელობების, იდეებისა და წარმოდგენების ფორმით გამოხატული, სოციალური ჯგუფების დამოკიდებულება  სოციალური ცხოვრების მოვლენებისა და პრობლემებისადმი, რომლებიც ეხება საერთო ინტერესებს. საზოგადოებრივი აზრი წარმოიქმნება, როგორც შემეცნების პროდუქტი, მომწიფებული და გადასაჭრელი სოციალური პრობლემებისა და ვლინდება განსახილველი საკითხის შესახებ სხვადასხვა შეხედულებებისა და პოზიციების შეპირისპირებაში, ზოგჯერ  – შეჯახებაში,

Read More