Tag Archives: moqmedebis

ჭკუასუსტობა (დემენცია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჭკუასუსტობა (დემენცია) – ფსიქიკური მოქმედების მყარი გაღარიბება და გამარტივება, რომელიც ხასიათდება შემეცნებითი პოროცესების შესუსტებით, ემოციების გაღარიბებითა  და ქცევის დარღვევებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

წინასწარ შეგონება (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წინასწარ შეგონება (ფსიქოლოგია) – წესი, რომელიც ხელს უშლის ცნობის ან მოქმედების ადექვატურ აღქმას. როგორც წესი, ადამიანი არ აცნობიერებს, ან არ სურს გააცნობიეროს, რომ იგი წინასწარ შეგონებულია; თავის დამოკიდებულებას წინასწარ შეგონების ობიექტისადმი განიხილავს, როგორც შედეგს რაიმე ფაქტების ობიექტური და დამოუკიდებელი შეფასებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ძირითადი ცვლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძირითადი ცვლა – ენერგიის მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის სიცოცხლის შესანარჩუნებლად სრულ მოსვენებით მდგომარეობაში. ძირითადი ცვლა ასახავს მეტაბოლური პროცესების ინტენსივობას ორგანიზმში, რომელიც მიმართულია მუდმივად მიმდინარე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. ამ ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება გულ – სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, თირკმელების, ღვიძლის, კუჭ –

Read More

ციტოტოქსიკური T – ლიმფოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტოქსიკური T – ლიმფოციტები – (T – lymphocyti cytotoxici) – ლიმფოციტები, რომელთა პროლიფერაცია და დიფერენცირება ეფექ­ტორულ უჯრედებად მიმდინარეობს პერიფერიულ სისხლმბად ორგა­ნოებში ანტიგენის მოქმედების საპასუხოდ. უზრუნველყოფენ ორგანიზ­მის შიგა გარემოს გენეტიკურ მუდმივობას – შლიან უცხო უჯრედებს უშუალოდ (ცვლიან მათი ციტოლემის შეღწევადობას) ან ლიმფო­კინების – მედიატორების გამოყოფის მეშვეობით. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

შრომისუნარიანობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრომისუნარიანობა – (ფსიქოლოგია) ინდივიდის პოტენციური უნარი, შეასრულოს მიზანმიმართული მოქმედება ეფექტურობის მოცემულ დონეზე გარკვეული დროის განმავლობაში. შრომისუნარიანობა დამოკიდებულია მოქმედების გარეშე ფაქტორებზე და ინდივიდის ფსიქოფიზიოლოგიურ რესურსებზე. გამოყოფენ მაქსიმალურ, ოპტიმალურ და დაქვეითებულ შრომისუნარიანობას. მოქმედების პროცესში ხდება შრომისუნარიანობის დონის ცვლილება, რომელიც გამოსახება შრომისუნარიანობის მრდით და რომელიც აჩვენებს მოქმედების ეფექტურობის  დამოკიდებულებას მისი

Read More