ციტომეგავირუსული ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტომეგავირუსული ენცეფალიტი – ციტომეგალიის ერთ – ერთი ფორმა; როგორც წესი წარმოადგენს ნაყოფის მუცელშიგა ინფექციის შედეგს. ავადდებიან ბავშვები სიცოცხლის პირველ 6 თვემდე; დაავადება მიმდინარეობს ენცეფალიტის, ან მენინგოენცეფალიტის სახით, ზოგჯერ ხანგრძლივად. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა – Read More …

შტეინერ – კურშმანის მიოტონია ატროფიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინერ – კურშმანის მიოტონია ატროფიული – ხასიათდება ერთი მხრივ მსუბუქად გამოხატული მიოტონური მოვლენებით მტევანსა და ენაში, მეორე მხრით კუნთთა ატროფიით. ატროფიას განიცდის მიმიკური (მიოპათური სახე), მკერდ – ლავიწ –  დვრილისებური, მხრის სარტყლის, Read More …

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი Read More …

ქოთაო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოთაო – ინფექციური დაავადება ბაქტერიული ზოონოზების ჯგუფიდან, რომლებიც ორგანიზმში ხვდებიან დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან; მიმდინარეობს სპეციფიკური გრანულომების წარმოქმნით, დაზიანებული ქსოვილების ნეკროზითა და დაჩირქებით, ასევე ინტოქსიკაციის მოვლენებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

ფილტვის ღეროს სარქვლების უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის ღეროს სარქვლების უკმარისობა – (insufficientia valvae  trunci pulmonalis) ფილტვის ღეროს სარქვლის უუნარობა ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს გულის პარკუჭების დიასტოლის დროს სისხლის უკუმოძრაობას ფილტვის ღეროდან მარჯვენა პარკუჭში; განპირობებულია ნახევარმთვარისებრი სარქველების არასრული ჩაკეტვით ან Read More …

სუაირ – ჯეიმსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუაირ – ჯეიმსის სინდრომი – ფილტვების ცალმხრივი ემფიზემა, რომელიც ვითარდება განმეორებითი ბრონქიტებისა ან პნევმონიების შემდეგ. ნიშნები: ფილტვის ცალმხრივი ან ფილტვის ერთი წილის ემფიზემა სათანადო ფიზიკალური მოვლენებით. რენტგენოლოგიურად შესუნთქვის დროს გული განიცდის ცდომას Read More …

სტრონგილოიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტრონგილოიდოზი – Strongyloides stercoralis – ის მიერ გამოწვეული ქრინიკულად მიმდინარე ჰელმინთოზი; ხასიათდება გასტროდუოდენიტის მოვლენებით, კანზე გამონაყრით, ასთმური კომპონენტით მიმდინარე ბრონქიტით, ხშირად ფილტვებში ეოზინოფილური ინფილტრატების განვითარებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა Read More …

სტაქიბოტრიოტოქსიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაქიბოტრიოტოქსიკოზი – სოკოვანი ინტოქსიკაცია, რომელიც მიმდინარეობს კეთილთვისებიანად რინიტის, კატარალური ანგინისა და ზედაპირული ტოქსიდერმიის მოვლენებით. პათოლოგიური პროცესის განვითარება განპირობებულია სოკოს ტოქსიური ნივთიერებით – სტაქიბოტრიოტოქსინით, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი და ზოგადი მოქმედება. დაავადება ადამიანებში ვლინდება Read More …

სატურნიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სატურნიზმი – (ლათ. Saturnus ტყვიის დასახელება ალქიმიკოსებში)ტყვიით ქრონიკული მოწამვლა; ხასიათდება პორფირინების ცვლის მოშლით, ანემიის მოვლენებით, ტყვიისმიერი პოლინევრიტით (პოლინევროპათიით),  ტყვიისმიერი კოლიკებითა და სხვა დარღვევებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა Read More …

პოსადას დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსადას დაავადება – კალიფორნიის ცხელება, უდაბნოს რევმატიზმი, კოკციდიომიკოზი, სოკოვანი წარმოშობის სასუნთქი ორგანოების დაავადება. კლინიკურად წააგავს კავერნოზულ ტუბერკულოზს, ახასიათებს რა სისხლიანი ხველება და კვანძოვანი ერითემა. ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს პროცესის გენერალიზაციას მენინგეალური მოვლენებით. Read More …