Tag Archives: mozardTa

ფაციო – ლონდეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფაციო – ლონდეს დაავადება – ნერვული სისტემის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ქალას ნერვების მამოძრავებელი ბირთვების სწრაფად პროგრესირებადი დეგენერაციით. ვლინდება ბავშვობის ან მოზარდთა ასაკში მეტყველების, ყლაპვის,  მოშლით, მიმიკური კუნთების სისუსტით, სტრიდორით; მოგვიანებით წარმოიქმნება სასუნთქი კუნთების სისუსტე. ლეტალობა დგება დაავადების დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდგომ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ფაბრის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფაბრის დაავადება – – მემკვიდრეობითი ლიზოსომური დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ალფა – გალაქტოზიდაზ A – ს უკმარისობასთან, რაც იწვევს გლიკოლიპიდების დაგროვებას სისხლძარღვებში, თირკმლის მილაკებსა და გორგლებში, პერიფერიულ და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ვლინდება ბავშვობისა და მოზარდთა ასაკში მწვავე ტკივილით  და პარესთეზიებით ტერფებსა და მტევნებში, რომელიც ძლიერდება ტემპერატურის მომატებისას და

Read More

სომატოტროპული ჰორმონი

სომატოტროპული ჰორმონი – (ბერძ. Soma, soma[tos] სხეული + tropos მიმართულება; სინ.: სომატოტროპინი, ზრდის ჰორმონი)ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში მიმდინარე ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის  რეგულაციაში; ჰორმონის ანაბოლურ ზეგავლენას ახდენს ცილოვან ცვლაზე, ასტიმულირებს ჩონჩხისა და სხეულის ზომების ზრდას. სომატოტროპული ჰორმონი იწვევს ცილის სინთეზის გაზრდას ყველა ქსოვილსა და ორგანოში, მისი ზეგავლენით ძლიერდება დნმ

Read More

საყმაწვილო მიოკლონური ეპილეფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყმაწვილო მიოკლონური ეპილეფსია – მემკვიდრეობითი დაავადება; წარმოადგენს იდიოპათიკური ეპილეფსიის ყველაზე ხშირ ვარიანტს. ვლინდება მოზარდთა ასაკში უეცარი მიოკლონური კრუნჩხვით, რომელიც ხშირად წარმოიქმნება დილაობით, გაღვიძებისთანავე, აქვს ორმხრივი ხასიათი და ჩართულია ხელები. შემდგომში მას უერთდება გენერალიზებული ტონურ – კლონური გულყრები და ზოგჯერ აბსანსები. კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები და ფსიქიკური დარღვევები არ

Read More

როლანდის ეპილეფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როლანდის ეპილეფსია – ბავშვთა ასაკის იდიოპათიური პარციალური ეპილეფსიის  ვარიანტი, რომელიც მემკკვიდრულად გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და ვლინდება გულყრებით, რომლებიც ხასიათდება სახის, ენის, ხახის,  კუნთების კრუნჩხვებით, აღინიშნება ასევე ნერწყვდენა, მეტყველების შეჩერება. მოზარდთა ასაკში ხშირია სპონტანური რემისია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა