Tag Archives: moZraoba

ანტაგონისტი

განმარტებითი ლექსიკონი ანტაგონისტი – 1.კუნთი,რომელიც სხვა კუნთის (აგონისტის) საპირისპიროდ მოქმედებს.აგონისტების და ანტაგონისტების მუშაობა ადამიანს ნორმალური მოძრაობის საშუალებას აძლევს.2.სამკურნალო ან სხვა რომელიმე ნივთიერება,რომელიც  სხვა სამკურნალო ნივთიერების ან ადამიანის სხეულში სხვა რომელიმე ქიმიური პროცესის საპირისპირო მოქმედებას ავლენს.

ცხვირის და მისი დანამატი ღრუების (წიაღების) დაზიანებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის და მისი დანამატი ღრუების (წიაღების) დაზიანებები – გვხვდება რბილი ქსოვილების, ცხვირის ძვლებისა (ცდომით ან მის გარეშე) და ცხვირის ძგიდის დაზიანებები. ცხვირის დაზიანება, დანამატ ღრუებთან, ერთად უპირატესად აღინიშნება ჭრილობების, განსაკუთრებით ცეცხლნასროლი ჭრილობების დროს. სიმპტომები. ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის დეფორმაცია (ნატეხების ცდომის დროს), ცხვირიდან სუნთქვის დარღვევა. პალპაციით – მტკივნეულობა,

Read More

ცრუ სახსარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცრუ სახსარი – (ქირურგ.) ძველი მოტეხილობის ადგილზე მუდმივი მოძრაობის დარჩენა, რაც განპირობებულია ძვლოვანი შეხორცების არ არსებობით. ცრუ სახსრის განვითარების მიზეზებს მიეკუთვნება: ძვლების მოტეხილი ზედაპირების ერთმანეთთან არც თუ მჭიდრო მიტანა ძვლოვანი ნივთიერების მნიშვნელოვანი დაკარგვის, მათი დიდი ცდომისა და არასაკმარისი რეპოზიციის შედეგად; ქსოვილების ინტერპოზიცია (მოტეხილ ზედაპირებს შორის კუნთების, მყესების,

Read More

ციკლიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციკლიოზი – (cyclosis ბერძნ.cyclos – წრე) ციტოპლაზმის უჯრედშიგა მოძრაობა, რომელიც მიმდინარეობს უჯრედის გარეგნული დეფორმაციის გარეშე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცდომილი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდომილი უჯრედები – ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ტიპის უჯრედები, როგორც წესი, მეზენქიმური წარმოშობის, რომელთაც ახასიათებთ ამებისმაგვარი მოძრაობა (ამებოციტები, ჰისტიოციტები, მაკროფაგები, პოლიბლასტები, სისხლის უჯრედები). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა