Tag Archives: msxvil

წვრილი ნაწლავი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვრილი ნაწლავი – 1. ნაწლავის ნაწილი კუჭსა და მსხვილ ნაწლავს შორის. წვრილ ნაწლავში საბოლოოდ გადამუშავდება საკვები ნაღვლის, ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენების ზემოქმედებით, ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. ადამიანში განასხვავებენ 12 – გოჯა, მლივ და თეძოს ნაწლავს. 2. საჭმლის მომნელებელი მილის – ნაწლავების შუა მონაკვეთი, პილორუსიდან ბრმა ნაწლავამდე.

Read More

შეწოვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეწოვა – უჯრედული მემბრანების გავლით უჯრედში ნივთიერებების შეღწევის აქტიური ფიზიოლოგიური პროცესი, ხოლო უჯრედებიდან – ორგანიზმის შიგა გარემოში. შეწოვა ხორციელდება წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანი გარსების ზედაპირიდან, სასუნთქი გზებიდან და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრონიკული კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება, ჩვეულებრივ ვითარდება ინფექციური და პარაზიტული ბუნების დაზიანებისას, აგრეთვე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს. (იხ.). ზოგჯერ დაზიანება შეიძლება შემოიფარგლოს მსხვილი ნაწლავის გარკვეული უბნებით (სიგმოიდიტი, პროქტიტი). ქრონიკული კოლიტი ხშირად ერევათ ნაწლავების ფუნქციონალურ დარღვევებში (მაგალითად ჩვეულებრივი შეკრულობები). მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაზიანების ერთერთი მიზეზია ინტოქსიკაცია,

Read More

ქრომატოფილური სუბსტანცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატოფილური სუბსტანცია – (substantia chromatophila ბერძნ. chroma, chromatos  –  ფერი, philein  –  აქვს მიდრეკილება)   ბაზოფილური ნივთიერების მასალის ბელტები (რიბონუკლეოპროტეი­დები) ნერვულ უჯრედთა სხეულსა და მსხვილ დენდრიტებში. სინ. ტიგროიდი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ფიშერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიშერის სიმპტომი – (Th.  Fischer,   ინგლ.  ექიმი)   1. სისტოლური შუილი ან მსტვინავი ხიხინები, რომელიც მოისმინება გულმკერდზე ავადმყოფის თავის მაქსიმალურად უკან გადაწევისას; ნიშანია გულმკერდშიგა ლიმფური კვაძების გადიდებისა და მათ მიერ მსხვილ სისხლძარღვებზე და ჰაერგამტარ გზებზე ზემოქმედებისა; 2. პრესისტოლური შუილი, რომელიც მოისმინება შეხორცებითი პერიკარდიტის დროს გულზე ზეწოლით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More