Tag Archives: nervi

ნერვული აირი

განმარტებითი ლექსიკონი ნერვული აირი – აირი, რომელიც იწვევს ნერვების და მათ მიერ ინერვირებული კუნთების ნორმალური ფუნქციის დარღვევას.არსებობს ნერვული აირის 2 ჯგუფი: G-ნივთიერებები  და V-ნივთიერებები.V-ნივთიერებების ერთმა ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი სასუნთქი კუნთების დამბლის შედეგად.

აბერანტული

განმარტებითი ლექსიკონი აბერანტული – ნორმიდან გადახრილი:ჩვეულებრივ ეს ტერმინი გამოიყენება არასწორად მდებარე სისხლძარღვების ან ნერვების აღსაწერად.

ცთომილი ნერვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცთომილი ნერვი – თავის ტვინის მეათე წყვილი ნერვი. შედგება მგრძნობიარე, მამოძრავებელი და ვეგეტატიური ბოჭკოებისაგან. მისი ტოტები სხეულის მრავალ ორგანოს ანერვიანებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შვარც – ჯამპელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შვარც – ჯამპელის სინდრომი – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ჩონჩხის მრავლობითი ანომალიებისა და ნერვ – კუნთოვანი აგზნების დარღვევების კომბინაცია. დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს კუნთოვანი ტონუსის მომატებით, რომლის ფონზეც შესაძლებელია წარმოიქმნას გარკვეული ჯგუფის კუნთების სპაზმი მოძრაობის დაწყების მცდელობისას, დასვენების შემდეგ ან დაკაკუნებისას. დამახასიათებელია ტანდაბლობა, სახსრების

Read More

შარდის ღამე შეუკავებლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდის ღამე შეუკავებლობა – (ნერვ. დაავ.) დამახასიათებელია შარდის უნებლიე გამოყოფა ძილის დროს. უხშირესად გვხვდება პატარა ბავშვებში. მიზეზები მრავალფეროვანია: ბავშვის არასწორი ჰიგიენური აღზრდა, შარგამომყოფი გზების დაავადებები, ხერხემლის და ზურგის ტვინის თანდაყოლილი დეფექტები, ფსიქიკური ტრამვები და სხვ. მკურნალობა. სწორი აღზრდა, დღის ჰიგიენური რეჟიმი. ღამით სითხეების მიღების შეზღუდვა. დამამშვიდებელი საშუალებები,

Read More