ნერვული აირი

განმარტებითი ლექსიკონი ნერვული აირი – აირი, რომელიც იწვევს ნერვების და მათ მიერ ინერვირებული კუნთების ნორმალური ფუნქციის დარღვევას.არსებობს ნერვული აირის 2 ჯგუფი: G-ნივთიერებები  და V-ნივთიერებები.V-ნივთიერებების ერთმა ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი სასუნთქი კუნთების დამბლის შედეგად.

აქსონოტმეზი

განმარტებითი ლექსიკონი აქსონოტმეზი – დაუზიანებელი ნერვული გარსის შიგნით ნერვული ბოჭკოების (აქსონების) გაწყვეტა .შეიძლება განვითარდეს ნერვულ ბოჭკოზე ძლიერი ზეწოლის ან მოჭერის შედეგად.მას თან ახლავს გაწყვეტის წერტილის ზემოთ ნერვის დეგენერაციული ცვლილებები.ნერვის რეგენერაციისთვის პროგნოზი კარგია.

ადრენერგული

განმარტებითი ლექსიკონი ადრენერგული – იმ ნერვული ბოჭკოების აღსაწერად გამოიყენება,რომლებიც იყენებენ ნორადრენალინს როგორც ნეირომედიატორს.

ანტიქოლინესთერაზა

განმარტებითი ლექსიკონი ანტიქოლინესთერაზა – ნებისმიერი ნივთიერება,რომელიც თრგუნავს ქოლინესთერაზას (ფერმენტის,რომელიც პასუხისმგებელია აცეტილქოლინის დაშლაში და ამით  აცეტილქოლინს ნერვული იმპულსების გატარების საშუალებას აძლევს) მოქმედებას.

გასტროპარეზი

განმარტებითი ლექსიკონი გასტროპარეზი – ნერვულ-კუნთოვანი ხასიათის მოშლილობა,რომლის დროსაც კუჭში ხდება  საკვების შენელებული მონელება და მისი განთავისუფლება (საკვების ევაკუაცია კუჭიდან);ჩვეულებრივად მას თან ახლავს გულისრევა,ღებინება ან გაბერილობა.

წითელი მგლურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წითელი მგლურა – დაავადება კოლეგენოზების ჯგუფიდან, რომელსაც ახასიათებს შემაერთებელი ქსოვილის, სახსრების, კანის სეროზული გარსების, შინაგანი ორგანოების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და ვლინდება ტკივილებით სახსრებში, ცხელებით, მადის დაკარგვით, უძილობით და სხვ.; პათოგენეზში მთავარ Read More …

ძვლისაზრდელა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლისაზრდელა – 1. პერიოსტეუმი (ბერძნ. peri – ირგვლივ და osteon – ძვალი), შემაერთებელქსოვილოვანი შალითა რომლითაც დაფარულია ძვალი მთლიანად, სასახსრე ზედაპირების გარდა. ძვლისაზრდელა შედგება გარეთა ბოჭკოვანი, სისხლძარღვებით და მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებით მდიდარი, შუა  Read More …

ცხვირის ცემინება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის ცემინება – ორგანიზმის დაცვის უპირობორეფლექსური რეაქცია, რომელსაც იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება. აადვილებს ცხვირის ღრუდან მტვრის, ლორწოსა და და სხვ. გამაღიზიანებელი ნივთიერების მოცილებას. სასუნთქი გზების ინფექციური დაავადების (გრიპი Read More …

ცერებროჰეპატორენული დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებროჰეპატორენული დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება: ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში კუნთოვანი ჰიპოტონიით, ნერვული ქსოვილის არასრული მიელინიზაციით, ქალას განვითარების ანომალიებით, ჰეპატომეგალიით, თირკმლის ცისტებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცერებროსპინური სითხე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებროსპინური სითხე – თხიერი გარემო, რომლითაც ავსებულია სუბარაქნოიდული სივრცე, რომელიც გარს ერტყმის თავისა და ზურგის ტვინს, ასევე მათ შიგა ღრუებს. განუწყვეტლივ გამომუშავდება თავის ტვინის პარკუჭებში. მისი საერთო მოცულობაა 150 მლ, დღე – Read More …