Tag Archives: normaluri

ჭიპლარის შემოხვევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჭიპლარის შემოხვევა – ნაყოფის ნაწილებზე (კისერი, ტანი, კიდურები) ჭიპლარის შემოხვევა; შესაძლებელია როგორც ჭიპლარის ნორმალური ზომებისას, ასევე მისი დამოკლების ან დაგრძელების დროს. პათოლოგიაში ნიშვნელობა აქვს ე. წ. მჭიდრო შემოხვევას, რის შედეგადაც ირღვევა ნაყოფის სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს მის ჰიპოქსიას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

ჩასმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩასმა – სამკურნალო მეთოდი: ქირურგიული ოპერაცია ან მანიპულაცია, რომლის მიზანია ორგანოს, ანატომიური წარმონაქმნის ან მისი ნაწილის ნორმალური მდებარეობის  აღდგენა (მაგ. თიაქარის, ამოვარდნილობის) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჩამავალი მზის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩამავალი მზის სინდრომი – თვალის კაკლების რეფლექტორული განზიდვა ქვევით, რის შედეგადაც თვალის ნაპრალიდან ჩანს მხოლოდ სკლერა და ფერადი გარსის მხოლოდ უმნიშვნელო სეგმენტი. აღინიშნება ქალაშიდა ჰიპერტენზიის, იშვიათად   –   ექსტრაპირამიდული დაავადებების დროს. ადრეული ასაკის ბავშვებში განიხილება როგორც ნორმალური ფენომენი (განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ 4 კვირას). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

შარდის შეკავება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდის შეკავება – პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც თირკმლების ნორმალური ფუნქციონირების ფონზე არ ხდება შარდის გარეთ გამოყოფა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს შარდსაწვეთების ან შარდსადენის დახშობა, აგრეთვე ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადებები (შარდის ბუშტის კედლის კუნთოვანი ელემენტების დამბლა). შარდის გამოდინებისთვის წინააღმდეგობას ქმნიან: შარდსაწვეთის კენჭები, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა ან სიმსივნე, ურეთრის შევიწროება

Read More

ქორისტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორისტომა – (choristoma ბერძნ.choristoma  –  გადაზონრვა)   ნორმალური ორგანიზმის და ქსოვილების ელემენტების ზრდა მისთვის დამახასიათებელი ადგილის გარეთ, სხვაგან (მაგ., ფილტვებში, ტვინის ქსოვილებში, განივზოლიან კუნთოვან ბოჭკოებში და სხვ.). ქორისტომა განვითარების ანომალიის გამოვლენაა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More