Tag Archives: oligodendrocit

შვანის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შვანის უჯრედები – (lemmocyti)  ოლიგოდენდროგლიის  უჯრედები, რომლებიც ნერვული  უჯრედების აქსონის გარშემო გარსს ქმნიან. ასე უწოდეს ტ.შვანის გვარის მიხედვით, რომელმაც პირველმა აღწერა ეს  უჯრედები 1839 წელს. იხ.სინ.ოლიგოდენდროციტები, ლემობლასტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ოლიგოდენდროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოლიგოდენდროგლია – (ბერძ. dendron – ხე, glia – წებო) ცენტრალური ნერვული სისტემის გლიური ქსოვილის სახესხვაობა, რომელიც შედგება მცირე რაოდენობის მორჩების მქონე უჯრედებისაგან (ოლიგოდენდროციტები), რომელიც გარს ერტყმის ნეირონის სხეულს; ძირითადი ფუნქციაა მიელინის გარსის ფორმირება ნერვული ბოჭკოების ირგვლივ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

ნეიროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროგლია – (ნეირო… და glia  –  წებო), გლია, ერთობლიობა უჯრედებისა, რომლებიც ნეირონებთან ერთად შეადგენენ ნერვულ ქსოვილს. ნეიროგლიის უჯრედებით (ნეიროგლიოციტებით ანუ გლიოციტებით) ტვინში ამოვსებულია შუალედები ნეირონებსა და სისხლის კაპილარებს შორის. მათი რაოდენობა ტვინის უჯრედების საერთო რაოდენობის დაახლ. 40% – ს შეადგენს (ე. ი. დაახლ. 140 მლრდ.). ნეიროგლიის უჯრედები

Read More