Tag Archives: oligodendroglias

ნეიროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროგლია – (ნეირო… და glia  –  წებო), გლია, ერთობლიობა უჯრედებისა, რომლებიც ნეირონებთან ერთად შეადგენენ ნერვულ ქსოვილს. ნეიროგლიის უჯრედებით (ნეიროგლიოციტებით ანუ გლიოციტებით) ტვინში ამოვსებულია შუალედები ნეირონებსა და სისხლის კაპილარებს შორის. მათი რაოდენობა ტვინის უჯრედების საერთო რაოდენობის დაახლ. 40% – ს შეადგენს (ე. ი. დაახლ. 140 მლრდ.). ნეიროგლიის უჯრედები

Read More

მაკროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკროგლია – ექტოგლია (მაკრო… და ბერძნ. glia – წებო) ნეიროგლიის ნაწილი, რომელიც მოიცავს ასტროგლიას, ოლიგოდენდროგლიას, და ეპენდიმის უჯრედებს. მაკროგლიასა და ნეირონებს საერთო წარმოშობა აქვთ. უმთავრესად ტროფიკულ, დაცვით და საყრდენ ფუნქციას ასრულებს. მაკროგლიის, სახელდობრ ოლიგოდენდროგლიის, უჯრედების ნაწილი (ლემოციტები ანუ შვანის უჯრედები) ნერვული ბოჭკოების გარსებს ქმნის. ლ. ნათაძე. [“1”]

Read More