Tag Archives: operaciis

ციკლოდიალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციკლოდიალიზი – (cyclodialysis; ბერძ. kyklos წრე, ციკლი + დიალიზი) ცილიარული (წამწამოვანი) სხეულის სკლერიდან აშრევების ოპერაცია, რომლის მიზანია თვალის კაკლის წინა საკანსა და სუპრაქორიოიდულ სივრცეს შორის კავშირის შექმნა; ოპერაციის მიზანია თვალშიგა წნევის დაქვეითება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შარდის ბუშტის უცხო სხეულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდის ბუშტის უცხო სხეულები. – (ქირურგ.) შარდის ბუშტის კათეტერიზაციის დროს, ზოგჯერ ადგილი აქვს კათეტერისა და ბუჟების თავების მოწყვეტას და შარდის ბუშტში ჩარჩენას. გარდა ამისა, შარდის ბუშტში უცხო სხეულები ხვდება ცეცხლნასროლი ჭრილობის დროსაც. არც თუ იშვიათად შარდის ბუშტში ნახულობენ სხვადასხვა საგნებს, რომლებიც იქ მოხვედრილია ონანიზმის შედეგად (თავიანი თმის

Read More

ფორნიკოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფორნიკოტომია – (ლათ. Fornx თაღი + ბერძ. Tome გაკვეთა) სტერეოტაქსული ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს თავის ტვინის თაღში ერთი ან ორივე მხრიდან გამტარი გზების მოშლაში; ოპერაციის მიზანია პათოლოგიური იმპულსაციის შეწყვეტა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტრაქეოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრაქეოტომია  – (ბერძ. Tracheia სასუნთქი ყელი + Tome გაკვეთა)ტრაქეის წინა კედლის გაკვეთის ოპერაცია მწვავე ასფიქსიის ლიკვიდაციის მიზნით, ასევე დიაგნოსტიკური და სამკურნალო ენდოტრაქეალური და ენდობრონქული ჩარევების ჩასატარებლად, ოპერაციის ჭრილობის შემდგომი გაკერვით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის – )  –  ვითარდება მოზრდილებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ხშირად 50 – 55 და 5 – 10 წლის ასაკში. 15 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების 70% – ს შეადგენს გლიობლასტომა და ავთვისებიანი ასტროციტომა, იშვიათად დიაგნოსტირდება ეპენდიმომა, გლიომა, ოლიგოდენდროგლიომა, მედულობლასტომა.

Read More