Tag Archives: organoebidan

ღრუ ვენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღრუ ვენები – ადამიანის მთავარი ვენები – ზემო და ქვემო ღრუ ვენები, სადაც საბოლოოდ ერთდება სხეულის ყველა ვენა და საიდანაც მთელი სხეულის ვენური სისხლი ჩადის მარჯვ. წინაგულში. ზემო ღრუ ვენის სიგრძეა 5 – 6 სმ, დიამეტრი – 2 სმ, შექმნილია მხართავის ორი ვენის შეერთებით მარჯვ. პირველი ნეკნის

Read More

ფისტულა

ფისტულა – fistula 1. პათოლოგიური მილაკოვანი არხი, რომელიც აერთებს ღრუ ორგანოებს  ან რომელიმე შინაგან ორგანოს კანის ზედაპირთან და ლორწოვან გარსთან; შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი 2. ფისტულა კლინიკური ტერმინი, რაც ნიშნავს ნახვრეტს.  3. ფისტულა – შინაგანი ორგანოებიდან გარეთ გამომავალი ხელოვნური ან ბუნებრივად წარმოქმნილი მილი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სუბსენსორული პროცესები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუბსენსორული პროცესები – (ლათ. წინსართი sub –  ქვევით, ქვემოთ + sensus გრძნობა, შეგრძნება) ადამიანის ფსიქიკური მოქმედების სახე, რომელიც ხორციელდება ცნობიერების მონაწილეობის გარეშე, შეუცნობელ დონეზე. მათ მიეკუთვნება ე. წ. გაურკვეველი, დაბინდული შეგრძნებები, რომლებიც გამოწვეულია გაუცნობიერებელი გარეშე გამღიზიანებლებით, ასევე შინაგანი ორგანოებიდან ან ჩონჩხ – კუნთოვანი აპარატიდან მომდინარე გაღიზიანებით; ავტომატიზებული

Read More

სისხლხველება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლხველება – ჰემოპტოე, სასუნთქი ორგანოებიდან სისხლის გამოყოფა ხველების დროს. ნახველში შეიძლება იყოს სისხლის ”ძაფები”, სისხლის მინარევი, სუფთა სისხლი, ”ჟანგიანი” ნახველი და სხვ. ფილტვებიდან სისხლდენის დროს სისხლის დიდი რაოდენობა გამოიყოფა. სისხლხველება გვხვდება ტუბერკულოზის, ბრონქიტის, ბრონქოექტაზიური დაავადების, ფილტვის სიმსივნის, ანთების, აბსცესის, ინფარქტის, გულის ზოგიერთი მანკისა და სხვ. დროს. სისხლხველების

Read More

სისხლის დეპო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის დეპო – 1. ორგანოები (ღვიძლი, ელენთა, კანი) რომლებშიც შესაძლებელია ინახებოდეს საერთო სისხლმიმოქცევიდან იზოლირებული მთლიანი სისხლის დაახლოებით 50%. ორგანიზმის ჟანგბადისადმი გაზრდილი მოთხოვნილების დროს ან ჰემოგლობინის ნაკლებობისას სისხლი დეპო ორგანოებიდან გადადის საერთო სისხლმიმოქცევაში. 2. სისხლის დეპო  –  ორგანო – რეზერვუარი, სადაც გროვდება სისხლის მნიშვნელოვნი რაოდენობა, რომელსაც ეს ორგანო

Read More