შეგრენ – ლარსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეგრენ – ლარსონის სინდრომი – (K. G. T. Sjogren, შვედი ფსიქიატრი)  მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიეკუთვნება ექტოდერმული დისტროფიების ჯგუფს  ნევროლოგიური გამოვლინებებით და ხასიათდება კლინიკური სიმპტომების ტრიადით – თანდაყოლილი იქთიოზი, ოლიგოფრენია, კიდურების სპასტიკური ტეტრაპარეზი. Read More …

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული)

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული) – (ნერვ. დაავ.) ტვინის შერყევა. ხასიათდება გონების ხანმოკლე დაკარგვით, თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, თავბრუსხვევით. ვლინდება არამყარი კეროვანი სიმპტომები (ნისტაგმი), არტერიული წნევის ცვალებადობა.  ტვინის დაბეჟილობა. დაზიანების უფრო მძიმე ხარისხი, ვიდრე შერყევა. თავის ტვინის სიმპტომები შერწყმულია გამოხატულ Read More …

ფეერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფეერის დაავადება – აკროდინული სინდრომი, პოლინეიროპათული ერითროდერმია  –  უცნობი ეტიოლოგიის დაავადება (ძირითადად ბავშვებში ხუთ წლამდე), დამახასიათებელია ქცევის შეცვლა გამოხატულ ფსიქიკურ დარღვევებამდე. კიდურთა კანზე არის პოლიმორფული ცვლილებები, აღინიშნება ძლიერი ქავილი, ტკივილი და ასევე Read More …

პოსტტრავმატული ენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტტრავმატული ენცეფალოპათია – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება მძიმე ან საშუალოდ მძიმე ქალა – ტვინის ტრვმის შედეგად, ნეიროფსიქოლოგიური და ქცევის დარღვევებით. მის სუბსტრატს წარმოადგენს ტვინის ნივთიერების კეროვანი და დიფუზური დაზიანება. ნეიროფსიქოლოგიური დარღვევების ხასიათი Read More …

პოსტვაქცინური ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტვაქცინური ენცეფალიტი – (სინ.: პოსტვაქცინური ენცეფალომიელიტი, პოსტვაქცინური ენცეფალოპათია) თავის ტვინის ალერგიული ბუნების იშვიათი დაზიანება, რომელიც ვითარდება ვაქცინაციის – ძირითადად ცოფის, ტკიპისმიერი ენცეფალიტის, ყივანახველის, დიფთერიის საწინააღმდეგო აცრების შემდეგ. პოსტვაქცინური ენცეფალიტი წარმოადგენს მწვავე გაფანტული Read More …

მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი – მიეკუთვნება პროგრესირებად დემიელინიზირებად ლეიკოენცეფალიტებს და ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დისემინირებადი დაზიანებით. დაავადება ინფექციურ – ალერგიული ხასიათისაა; გამომწვევი სავარაუდოდ ნეიროტროპული ვირუსია. დაავადება ხშირად ვითარდება რესპირატორული ან ნაწლავური ინფექციის Read More …

მეზენცეფალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზენცეფალური სინდრომი – (syndromum mesencephalicum)ნევროლოგიური (მხედველობის დამბლა, კუნთოვანი რიგიდობა, ცენტრალური პარეზები) და ფსიქოპათოლოგიური (ცნობიერების ცვლილებები, ემოციების დარღვევები, ჰალუცინაციები) დარღვევების შერწყმა, რომელიც აღინიშნება შუამდებარე ტვინის დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო Read More …

მარბურგის ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარბურგის ტრიადა – (О. Marburg, ავსტრიელი ნევროპათოლოგი)გაფანტული სკლეროზის სამი ნიშნის შერწყმა: ცენტრალური პარეზები, მუცლის რეფლექსების გამოთიშვა, მხედველობის ნერვების ბიტემპორული სიფერმკრთალე, ან მათი ატროფია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული Read More …

ლისაუერის დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლისაუერის დამბლა – (Н.  Lissauer, გერმ.ნევროლოგი) პროგრესული დამბლის ატიპიური ფორმა შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობით, პარალიზური დემენციის მცირედი გამოხატულებით და კეროვანი სიმპტომების სიჭარბით (აფაზია, აგნოზია, დამბლა, პარეზები და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

კორტიკო – სტრიოსპინური დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორტიკო – სტრიოსპინური დეგენერაცია – (degeneratio cortico – striospinalis; სინ.: კრეიტცფელდ – იაკობის დაავადება, ფსევდოსკლეროზი სპასტიკური) დაავადება ნელი ინფექციების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის ქერქის ღრმა ნაწილების ნეირონების, ბაზალური ბირთვების და ქერქ Read More …