ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეშუპება გულისმიერი – – გულის მარჯვენა პარკუჭის უკმარისობისას სხეულის ქვემო ნაწილებში განვითარებული შეგუბებითი შეშუპება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) – ხასიათდება თირკმლის ფუნქციების, პირველ ყოვლისა გამომყოფი ფუნქციის დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების თანდათანობითი დაგროვებით. აღნიშნული პათოლოგია არის თირკმლების მრავალი ქრონიკული დიფუზური დაავადების შედეგი: ქრონიკული ნეფრიტი, ამილოიდოზი, პიელონეფრიტი, სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა). სიმპტომები. ჩვეულებრივ ავადმყოფებს დაავადების მეტ – ნაკლებად ხანგრძლივი მიმდინარეობისას, უვითარდებათ თირკმლების დაზიანების სიმპტომები. თირკმლის უკმარისობის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვისმიერი გული – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის შედეგად გულის მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით და (ან) დილატაციით; წარმოიქმნება, როგორც წესი, ბრონქების, ფილტვების, ფილტვის სისხლძარღვების, დიაფრაგმის, პლევრისა და გულმკერდის დაზიანებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის ღეროს ხვრელი – (ostium trunci pulmonalis, PNA; ostium arteriosum dextrum, BNA, JNA) გულის მარჯვენა პარკუჭის არტერიული კონუსის ხვრელი, რომელიც გადის ფილტვის ღეროში; აქვს სარქველები, რომლებიც პასრკუჭის დიასტოლის დროს კეტავენ ფილტვის ღეროს ხვრელს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის ღეროს სარქვლების უკმარისობა – (insufficientia valvae trunci pulmonalis) ფილტვის ღეროს სარქვლის უუნარობა ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს გულის პარკუჭების დიასტოლის დროს სისხლის უკუმოძრაობას ფილტვის ღეროდან მარჯვენა პარკუჭში; განპირობებულია ნახევარმთვარისებრი სარქველების არასრული ჩაკეტვით ან პერფორაციით; კლინიკურად ვლინდება მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიისა და დილატაციის სიმპტომებით, შეგუბებითი მოვლენებით სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში,