ჰემოსიდერინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოსიდერინი – პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლის დროს;აღინიშნება ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგებში. ჰემოსიდერინი ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა.იგი  წყალში არახსნადია და შეიძლება გამოვლენილი იყოს მიკროსკოპული გამოკვლევის დროს შესაბამისად შეღებილი ქსოვილების ნიმუშებში.

ჰემოზოინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოზოინი  – ადამიანში მალარიის გამომწვევი პარაზიტების (Plazmodium-ის სახეობის წარმომადგენლების) რკინის შემცველი პიგმენტი.

ქლოროდონტია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქლოროდონტია – (სტომატ.)    chlorodontie (Wegers) ბავშვებში სარძევე კბილების მომწვანო შეფერილობა, პიგმენტი აღინიშნება კბილის ყელის მიდამოში რგოლის სახით. გაფრთხილება!  

ურობილინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურობილინი – urobilinum პიგმენტ ბილირუბინის აღდგენის პროცესში წარმოქმნილი პიგმენტი, რომელიც გამოიყოფა შარდში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მელანინი

მელანინი – 1. შავი და მუქი ყავისფერი პიგმენტების საერთო სახელწოდება, რომელსაც შეიცავს თმა, კანი და ბადურა, ჩვეულებრივ, ცილებთან კომპლექსის სახით. 2. ყავისფერი ან შავი (ეუმელანინები) ან ყვითელი (ფეომელენინები) მაღალმოლეკულური, წყალში უხსნადი პიგმენტი. განსაზღვრავს ადამიანის კანის ფერს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო Read More …