[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში

Posts Tagged ‘preparati’

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება

გულის ელექსირი
პერორარული ხსნარი
გამოყენების ინსტრუქცია

გულის ელექსირის ზოგადი დახასიათება:

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: გულის ელექსირი.

გულის ელექსირის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

უფერო, გამჭვირვალე ხსნარი სპეციფიკური სუნის გარეშე

გულის ელექსირის შემადგენლობა:

არნიკა (Arnica montana)ვ. შვაბე გვ. 68 1950წ. D12 10მლ
კაკტუსი (Cactus grandiflorus)ვ. შვაბე გვ. 87 1950წ. D12 10მლ
შროშანა (Convallaria majalis)ვ. შვაბე გვ. 121 1950წ. D6 10მლ
კუნელი (Crataegus oxyacantha)ვ. შვაბე გვ. 121 1950წ. D3 20მლ
სპიგელია (Spigelia anthelmia)ვ. შვაბე გვ. 240 1950წ. D12 10მლ
ეთილის სპირტი 43% (Spiritus aethylicus) სფX გვ. 905 100მლ-მდე

გულის ელექსირი –  ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გულის ელექსირის ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტიარითმიული, კარდიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, სედატიური მოქმედება. არეგულირებს არტერიულ წნევას.

გულის ელექსირის ჩვენება:

გულის იშემიური დაავადება, დაძაბვის სტენოკარდია, ინფარქტის შემდგომი კარდიოსკლეროზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმია, არტერიული ჰიპერტენზია, ქოშინი მცირედი დაძაბვისას, გულის კუნთის მოდუნება ე.წ. ,,დაღლილი გული.’’
დამამშვიდებელი მოქმედება.
გამოიყენება მოზარდებში გარდატეხის ასაკში.

გულის ელექსირის მიღების წესი და დოზირება:

ქრონიკული პროცესის დროს 5-7 წვეთი დღეში 3-ჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (არაუმცირეს 6 თვისა).
მწვავე შემთხვევაში: 5 წვეთი ყოველ 15-20 წთ-ში 1-ჯერ, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3 სთ-ში 1-ჯერ. პროფილაქტიკისთვის: 5 წვეთი დღეში 2-ჯერ.
მიღების წინ პრეპარატი შეანჯღრიეთ. წვეთები გაიხსნას ერთ ჩაის კოვზ წყალში.პრეპარატი მიიღება ჭამამდე 20-30 წთ-ით ადრე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ.

გულის ელექსირის უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი

გულის ელექსირის გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი

გულის ელექსირი – ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ექიმის დანიშნულებით.

გულის ელექსირის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შეზღუდვები არ გააჩნია.

გულის ელექსირის ჰიპერდოზირება: სიმპტომები გამოვლენილი არ არის.

გულის ელექსირის გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს გავლენას.

გულის ელექსირის განსაკუთრებული ჩვენება:

ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, შენახვის დროს შესაძლებელია მოხდეს უმნიშვნელო შემღვრევა, სუნის და გემოს შესუსტება, რაც არ ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას.

გულის ელექსირის გამოშვების ფორმა:

50 მლ ხსნარი ნარინჯისფერი პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გულის ელექსირის შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, არაუმეტეს 25C , სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გულის ელექსირის ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გულის ელექსირის აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

გულის ელექსირის მწარმოებელი: შ.პ.ს. ,,ბიოფარმი-L” შ.პ.ს. „ლაზიკა ფარმა“-ს დაკვეთით.

გვერდი ეკუთვნის “ლაზიკა –ფარმას”. იგი არის პასუხიმგებელი ინფორმაციის სისწორეზე.

________________________________________

გადასვლა >>> ,,ჰომეოპათიური საშუალებები“; ,,კარდიოლოგია

შემომავალი ბმები პოსტზე ,,გულის ელექსირი” >>>>>

..

vaka