Tag Archives: qloridi

მცირე ქორეა (რევმატიული ქორეა, სიდენგამის ქორეა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე ქორეა (რევმატიული ქორეა, სიდენგამის ქორეა) – რევმატიზმის ერთ – ერთი გამოვლენა, თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ვითარდება ბავშვობისა და მოზარდთა ასაკში და უკავშირდება ანტინეირონალური ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ურთიერთქმედებენ ბაზალური განგლიების ანტიგენებთან. წარმოიქმნება რევმატიზმის მწვავე შეტევიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ჰიპერკინეზი წარმოიქმნება მწვავედ ან ქვემწვავედ. ხორხისა და

Read More

კარდიოპლეგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარდიოპლეგია – ხელოვნურად გამოწვეული გულის შეკუმშვათა დროებითი მკვეთრი შემცირება ან გულის დროებითი შეჩერება; გამოიყენება გულზე ოპერაციების დროს; კარდიოპლეგია ხორციელდება გულის კორონარულ (ვენურ) არტერიებში ფარმაკოლოგიური პრეპარატების შეყვანით (კალიუმის ციტრატი, კალიუმის ქლორიდი, აცეტილქოლინი და სხვ.). ან კორონარული სისხლის მიმოქცევის შეწყვეტით, გულის გაცივებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More