შრედერის ჰემორაგიული მეტროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრედერის ჰემორაგიული მეტროპათია – დიზოვარიული ჰემორაგიული დიათეზი, დიზოვარიული პურპურა, ჰემორაგიული მეტროპათია, ჰემორაგიული ”იუვენილური” მეტროპათია. სინდრომს საფუძვლად უდევს საკვერცხეების ფუნქციური უკმარისობა და ჰიპოფიზის წინა წილის გონადოტროპული ფუნქციის დარღვევა. გვხვდება ახალგაზრდა ქალებში და მიმდინარეობს Read More …

შარდის შეკავება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდის შეკავება – პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც თირკმლების ნორმალური ფუნქციონირების ფონზე არ ხდება შარდის გარეთ გამოყოფა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს შარდსაწვეთების ან შარდსადენის დახშობა, აგრეთვე ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადებები (შარდის ბუშტის კედლის კუნთოვანი Read More …

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი Read More …

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი – . ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ანთება; შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ და ქრონიკულად.  ქრონიკული ქოლეცისტიტი წყნარ პერიოდში ვლინდება ტკივილებით მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, გულისრევით, იშვიათად – ღებინებით, ცუდი მადით, პირის ღრუში სიმწარით. აღნიშნული ჩივილები შესაძლოა გამოვლინდეს დიეტის დარღვევისას, ცხიმიანი საკვების Read More …

ფოქს – ფორდაისის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოქს – ფორდაისის დაავადება – (G. H. Fox, ამერ. დერმატოლოგი; J. A. Fordyce. ამერ. დერმატოლოგი) კანის იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოწვეულია საოფლე ჯირკვლების ფუნქციის მოშლით. კლინიკური სურათი ხასიათდება იღლიისქვეშა ფოსოების კანის სიმეტრიული Read More …

ფიბროელასტოზი სუბენდოკარდული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროელასტოზი სუბენდოკარდული – (ლათ. Fibra ბოჭკო + ბერძ. Elastikos ელასტიკური; sub ქვევით მდებარე  + ბერძ. endo შიგა,  + kardia გული; სინ.: ენდოკარდის ფიბროელასტოზი, თანდაყოლილი ენდოკარდიტი, ენდოკარდული სკლეროზი) თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ხასიათდება ენდოკარდში Read More …

ტრიქოსპორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიქოსპორია – მიკოზი, რომელსაც იწვევს Trichosporon beigelii და Piedralia hortai და აზიანებს თავის თმიან ნაწილს, წვერებს, ულვაშებს. ვლინდება თმის გასქელებით, რაც იწვევს მათ შეწებებას. მიმდინარეობს ქრონიკულად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო Read More …

სიმპტომატური წყლულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპტომატური წყლულები – კუჭის სიმპტომატური წყლულები წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკულ კეროვან დესტრუქციას; ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით განსხვავდება წყლულოვანი დაავადებისაგან და წარმოადგენს ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის მხოლოდ კუჭის ადგილობრივ გამოვლინებას, რაც Read More …

ნეკრობიოზი ლიპიდური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეკრობიოზი ლიპიდური – (necrobiosis; ბერძ. Nekros მკვდარი + bios სიცოცხლე; ბერძ. Lipos ცხიმი + eidos სახე) კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება კოლაგენის ლიპიდური დისტროფიითა და კეროვანი დეზორგანიზაციით. ხშირად ავადდებიან საშუალო ასაკის ქალები. Read More …

მგლურა გაყინული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მგლურა გაყინული – (სინ.: lupus pernio, გაყინული სარკოიდი, გაყინული ლუპოსარკოიდი) კანის სარკოიდოზის იშვიათი ფორმა; ავადდებიან უპირატესად ქალები. დაავადების განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს მოყინვამ, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევამ, ტუბერკულოზურმა ინტოქსიკაციამ. კლინიკურად ვლინდება ქუთუთოს, Read More …