ცხელება ჰემოგლობინურიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხელება ჰემოგლობინურიული – (febris haemoglobinurica) 1. (სინ.: ჰემოგლობინურია მალარიული, ჰემოგლობინურია) მალარიის მძიმე გართულება, რომელიც წარმოიქმნება ქინინი მიღების შემდეგ, ხასიათდება მწვავე ჰემოლიზით და ვლინდება ჰემოლიზური სიყვითლით, ჰემოგლობინურიით, პოლაკიურიით, ცხელებით, ტკივილით წელის არეში, ღებინებით; Read More …

ცისტინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტინოზი – მემკვიდრეობითი დაავადება: ამინომჟავების ცვლის დარღვევა, რაც იწვევს ლეიკოციტებში, რქოვანაში, ძვლის ტვინში, ღვიძლში, ელენთაში ცისტინის დაგროვებას. დაავადება ვლინდება ზრდაში ჩამორჩენით, ძვლების რაქიტისმაგვარი ცვლილებებით, მხედველობის დარღვევებით, ღვიძლის პროგრესირებადი უკმარისობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო Read More …

შტილერი სახე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტილერი სახე – შტილერის ჰაბიტუსი, შტილერის შესახედაობა, ეგრეთ წოდებული პარალიზირებული (დადამბლავებული) გულმკერდი, ტონალური ასთენია. დამახასიათებელია ტუბერკულოზით დაავადებულთათვის, ასთენიკებისათვის, რომელთაც აქვთ ენტერპტოზი მოძრავი თირკმლით, გულმკერდი ამ დროს არის გრძელი, ბრტყელი, მახვილი ეპიგასტრალური კუთხით. Read More …

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობა – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევით მისი მწვავე ან ქრონიკული დაზიანების შედეგად. ღვიძლის მწვავე უკამრისობის მიზეზებია ვირუსული ჰეპატიტები, ასევე ღვიძლის ტოქსიკური დაიზანებები, მათ შორის წამლისმიერი ჰეპატიტები. ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა წარმოიქმნება ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, მძიმე მექანიკური Read More …

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი – . ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ანთება; შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ და ქრონიკულად.  ქრონიკული ქოლეცისტიტი წყნარ პერიოდში ვლინდება ტკივილებით მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, გულისრევით, იშვიათად – ღებინებით, ცუდი მადით, პირის ღრუში სიმწარით. აღნიშნული ჩივილები შესაძლოა გამოვლინდეს დიეტის დარღვევისას, ცხიმიანი საკვების Read More …

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული)

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული) – (ნერვ. დაავ.) ტვინის შერყევა. ხასიათდება გონების ხანმოკლე დაკარგვით, თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, თავბრუსხვევით. ვლინდება არამყარი კეროვანი სიმპტომები (ნისტაგმი), არტერიული წნევის ცვალებადობა.  ტვინის დაბეჟილობა. დაზიანების უფრო მძიმე ხარისხი, ვიდრე შერყევა. თავის ტვინის სიმპტომები შერწყმულია გამოხატულ Read More …

ფრუქტოზის გადაუტანლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრუქტოზის გადაუტანლობა – (სინ. ფრუქტოზემია) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ფრუქტოკინაზას დეფიციტით და ვლინდება ადრეული ასაკიდან ღებინებით, კრუნჩხვებით, სისხლში ფრუქტოზის მომატებული შემცველობით, ჰიპოფოსფატემიით, ჰიპოგლიკემიით, ღვიძლში და თირკმელებში დისტროფიული ცვლილებებით; გადაეცემა რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! Read More …

ფოსფატ – დიაბეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოსფატ – დიაბეტი – (სინ.: ჰიპოფოსფატემიური ვიტამინ – D – რეზისტენტული რაქიტი, ჰიპოფოსფატემიური ოჯახური რაქიტი)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია თირკმლის მილაკებში ფოსფორის რეაბსორბციის მოშლით და ხასიათდება ძვლოვანი სისტემის რაქიტისმაგვარი ცვლილებებით. დაავადების პირველი სიმპტომები Read More …

სპენსერის დაავადება

სპენსერის დაავადება – ზამთრის ღებინების დაავადება, ნაწლავთა გრიპი, ეპიდემიური დიარეა, ეპიდემიური ფაღარათი,  –  მწვავე ინფექციური დაავადება, ალბათ ვირუსული ეტიოლოგიის, მიდრეკილი ეპიდემიური გავრცელებისადმი, ძირითადად ზამთარ – გაზაფხულის პერიოდში. ახასიათებს გასტროენტერიტის მოვლენათა მძაფრი განვითარება, ღებინებით და წყლიანი განავლის დიდი რაოდენობით, და ასევე Read More …

სისხლდენები კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლდენები კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან – წარმოადგენენ კუჭის, ნაწლავების, საყლაპავის, ღვიძლის და სხ. რიგი დაავადებების სიმპტომებს. ტიპიურ  შემთხვევებში, გასტრო – ინტესტინალური სისხლდენები ვლიდება სისხლიანი ღებინებით და კუპრისფერი განავლით. ამონაღებ მასებს გააჩნიათ “ყავის Read More …