ვაზოტომია

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოტომია –  (უროლოგიაში) ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს თესლგამომტანი სადინრის კედლის გაკვეთაში.ეს ოპერაცია ჩვეულებრივად ტარდება სადინრის კათეტერიზაციისთვის და აზოსპერმიის მქონე პაციენტების სადინრის მდგომარეობის რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს მასში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანისთვის.

აორტოგრაფია

განმარტებითი ლექსიკონი აორტოგრაფია – აორტის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.აორტაში შეიყვანება რენტგენოკონტრასტული ნივთიერება,შემდეგ კი კეთდება რეტგენოგრამების სერია.აორტოგრაფია ტარდება დაავადების ხარისხის  და პათოლოგიური უბნის  ლოკალიზაციის (მაგალითად, არტერიის ათერომატოზული დახშობის ან ანევრიზმის) განსაზღვრის მიზნით.

ართროგრაფია

განმარტებითი ლექსიკონი ართროგრაფია – სახსრების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.რენტგენოკონტრასტული ნივთიერება (რენტგენული სხივებისთვის კონტრასტული ჰაერი ან სითხე) შეიყვანება სასახრე ჩანთაში,ამის შემდეგ კი ტარდება რენტგენოგრაფია.

ფარინგოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარინგოგრაფია – (ბერძ. Pharynx, ხახა + grapho წერა, გამოსახვა)ხახის რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდი, მასში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანის შემდეგ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უროგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უროგრაფია – (ბერძ. Uron შარდი + grapho წერა, გამოსახვა) საშარდე სისტემია რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდი, რომელიც დამყარებულია თირკმელების შერჩევით უნარზე გამოყონ სისხლში შეყვანილი წყალში ხსნადი იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

ურეთროცისტოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურეთროცისტოგრაფია – (ბერძ. Urethra შარდსადენი +kystis შარდის ბუშტი + grapho წერა, გამოსახვა) შარდის ბუშტისა და შარდსადენის ერთდროული რენტგენოგრაფია მათი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებით აცსებით შემდეგ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა Read More …

პიელოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიელოგრაფია – (<ბერძნ. pyelos – გობი და … გრაფია), თირკმლების გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი, რომლის დროსაც რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები შეჰყავთ თირკმლის მენჯში. პიელოგრაფიის დროს გადაღებული სურათების სერია საშუალებას იძლევა თირკმლებსა და საშარდე გზებში დავადგინოთ Read More …