Tag Archives: Reros

ცერებროსპინური დეგენერაციები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებროსპინური დეგენერაციები – (ცერებროსპინალური ატაქსიები) მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ნათხემისა და ზურგის ტვინის გამტარი სისტემების დეგენერაციით, რიგ შემთხვევებში ღეროს, ბაზალური განგლიების, მხედველობის ნერვის, ბადურის, პერიფერიული ნერვების ჩართვით. კლინიკურად ვლინდება ნათხემოვანი ატაქსიით, მხედველობის დარღვევით, დემენციით, პოლინევროპათიის ნიშნებით და ა. შ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

შუამდებარე ტვინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუამდებარე ტვინი – თავის ტვინის ღეროს ნაწილი, რომელშიც შედის მხედველობის ბორცვი (თალამუსი), მხედველობის ბორცვუკანა მიდამო (მეტათალამუსი), მხედველობის ბორცვქვეშა მიდამო (ჰიპოთალამუსი), მხედველობის ბორცვზედა მიდამო (ეპითალამუსი) და სუბთალამური მიდამო (სუბთალამუსი). შუამდებარე ტვინში მდებარეობს ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი – ჰემორაგიული მენინგოენცეფალიტი, პირველადი ჰემორაგიული მწვავე ენცეფალიტი  –  მენინგოენცეფალიტი ინფექციურ – ალერგიული ბუნების, ახასიათებს მრავლობითი სისხლჩაქცევები თავის ტვინსა და მის გარსებში, მძაფრი დაწყება და მიმდინარეობა, კომატოზური მდგომარეობა, თავის ტვინის ღეროს დაზიანების ნიშნები, ცერებროსპინალურ სითხეში სისხლი. ყველაზე ხშირად იწვევს გრიპის ვირუსი. სინონიმი: ლაიხტენშტერნის სინდრომი.

Read More

ღეროვანი ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღეროვანი ენცეფალიტი – პირველადი მწვავე ენცეფალიტის ვარიანტი, უპირატესად ტვინის ღეროს სტრუქტურების უპირატესი დაზიანებით. ავადდებიან 25 წლამდე ასაკის პირები; 1 – 3 კვირის განმავლობაში აღინიშნება თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში, გულისრევა, მოთენთილობა, სუბფებრილური ტემპერატურა. შემდგომში ვლინდება სიმპტომები, რომლებიც უკავშირდებიან ქალა – ტვინის ბირთვების დაზიანებას. აღინიშნება დიპლოპია, პტოზი, ნისტაგმი, გუგების

Read More

ფილტვის ღეროს ხვრელი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის ღეროს ხვრელი – (ostium  trunci  pulmonalis, PNA;  ostium arteriosum dextrum,  BNA, JNA)  გულის მარჯვენა პარკუჭის არტერიული კონუსის ხვრელი, რომელიც გადის ფილტვის ღეროში; აქვს სარქველები, რომლებიც პასრკუჭის დიასტოლის დროს კეტავენ ფილტვის ღეროს ხვრელს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა