გლობინი

განმარტებითი ლექსიკონი გლობინი – ორგანიზმში არსებული ცილა, რომელიც უკავშირდება რკინის შემცველ ჯგუფებს,რის შედეგად  წარმოიქმნება ჰემოგლობინი (აღინიშნება სისხლის წითელ უჯრედებში) და  მიოგლობინი  (აღინიშნება კუნთებში).

ჰემოსიდერინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოსიდერინი – პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლის დროს;აღინიშნება ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგებში. ჰემოსიდერინი ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა.იგი  წყალში არახსნადია და შეიძლება გამოვლენილი იყოს მიკროსკოპული გამოკვლევის დროს შესაბამისად შეღებილი ქსოვილების ნიმუშებში.

შრატისმიერი რკინა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი რკინა – შრატის არაჰემინური რკინა, ანუ ტრანსფერინისა და ფერიტინის (იხ.) რკინა; ანუ რკინის ძირითადი რეზერვი, რომელსაც ორგანიზმი იყენებს საჭიროების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფერიტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფერიტინი – (ლათ. ferrum რკინა)   ღვიძლის, ელენთის, ძვლის ტვინის და ზოგიერთი სხვა ქსოვილის  რკინაშემცველი ცილა; წარმოადგენს ორგანიზმში რკინის სარეზერვო წყაროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სიდეროზი თვალის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიდეროზი თვალის – (siderosis bulbi; ბერძ. Sideros რკინა +  – osis თვალის ქსოვილებში რკინის არაორგანული და ორგანული ნაერთების ჩალაგება, რაც დაკავშირებულია თვალში რკინაშემცველი უცხო სხეულის არსებობასთან, მაგ. ტყვიის ან ფოლადის ნარჩენისა. გაფრთხილება! Read More …