გლიკოგენი

განმარტებითი ლექსიკონი გლიკოგენი – რთული ნახშირწყალი, რომლის შემადგელობაში შედის გლუკოზური ერთეულების განტოტებული ჯაჭვები. გლიკოგენი ორგანიზმში ნაწშირწყლების შენახვის ერთ-ერთი ფორმაა. იგი მცენარეებში არსებული სახამებლის ზუსტი ასლია. გლიკოგენი გროვდება ღვიძლში და კუნთებში, ადვილად შეუძლია დაიშალოს და წარმოქმნას გლუკოზა.

ჰეპატექტომია

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატექტომია – ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს ღვიძლის ამოკვეთაში. ნაწილობრივი ჰეპატექტომია მდგომარეობს ღვიძლის ერთი ან რამდენიმე წილის ამოკვეთაში,რაც შეიძლება ჩატარდეს ვრცელი ტრავმის დროს ან ღვიძლის ერთ-ერთ წილში ლოკალიზებული სიმსივნის ამოკვეთის მიზნით.

ჰეპატოტოქსიური

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატოტოქსიური – ღვიძლის უჯრედების დამაზიანებელი ან დამშლელი. ზოგიერთი სამკურნალო ნივთიერების გამოყენებამ (მაგალითად, პარაცეტამოლის) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (განსაკუთრებით თუ ის გამოიყენება დიდ დოზებში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში).

ჰეპატ-

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატ- – თავსართი, რომელიც ღვიძლზე მიუთითებს.მაგალითად, ჰეპატოპექსია – ღვიძლის  ქირურგიული მიმაგრება მუცლის კედელთან.

ჰემოსიდერინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოსიდერინი – პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლის დროს;აღინიშნება ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგებში. ჰემოსიდერინი ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა.იგი  წყალში არახსნადია და შეიძლება გამოვლენილი იყოს მიკროსკოპული გამოკვლევის დროს შესაბამისად შეღებილი ქსოვილების ნიმუშებში.

არგინინი

განმარტებითი ლექსიკონი არგინინი – ამინომჟავა,რომელიც  ღვიძლში შარდოვანას წარმოქმნის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ღვიძლის წილაკქვეშა ვენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის წილაკქვეშა ვენა – (vena sublobularis / hepatis / ბერძნ.hepar, hepatis  –  ღვიძლი; ლათ.sub  –  ქვეშ და lobulus  –  წილაკი)  უკუნთო ტიპის ვენა, ლოკალიზდება ღვიძლის წილაკებს შორის, აგროვებს სისხლს ცენტრალური ვენებიდან და Read More …

ღვიძლის წილაკის ცენტრალური ვენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის წილაკის ცენტრალური ვენა – (vena centralis / lobuli hepatis / ლათ.centrum  –  ცენტრი, lobulus  –  წილაკი, ბერძნ.hepar, hepatis  –  ღვიძლი)   კარის ვენის უბანი, ლოკალიზდება ღვიძლის წი­ლაკის ცენტრში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. Read More …

ღვიძლის წილაკთაშორისი ვენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის წილაკთაშორისი ვენა – (vena interlobularis / hepa­tis / ლათ.inter  –  შორის და lobulus  –  წილაკი, hepar, hepatis  –  ღვიძლი)  კარის ვენის უბანი, გაივლის ღვიძლის წილაკებს შორის ტრიადის შე­მადგენლობაში (სისხლი მიაქვს წილაკში). Read More …

ღვიძლის ექინოკოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის ექინოკოკი – (ქირურგ.) განასხვავებენ ორ ფორმას; ერთსაკნიანი და მრავალსაკნიანი ექინოკოკი. ერთსაკნიანი ექინოკოკის დროს ღვიძლში ვითარდება ერთი დიდი კისტა, მრავალსაკნიანის დროს – მრავალი წვრილი კისტები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთ დიდ კონგლომერატში. სიმპტომები, Read More …