პერიტონზილარული აბსცესი

განმარტებითი ლექსიკონი პერიტონზილარული აბსცესი – სასის ნუშის და ხახის კედლის შორის სივრცეში ჩირქის გაჩენა.პაციენტი უჩივის ძლიერ ტკივილებს,მისთვის რთულია პირის გაღება (ტრიზმი) და ყლაპვა.მკურნალობის პროცესში ანტიბიოტიკები გამოიყენება.ზოგ შემთხვევაში საჭიროა აბსცესის ქირურგიული გაკვეთა და დაგროვილი ჩირქის მოცილება.

შტეინერ – ბატენ – კურშმანის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინერ – ბატენ – კურშმანის დაავადება – მიოტონიკური დისტროფია. დამახასიათებელია სათესლე ჯირკვლების ატროფია, კატარაქტა, კუნთების (განსაკუთრებით სახის) მიოტონია, თვალის შიდა წნევის დაქვეითება, ნაადრევი გამელოტება (დასაწყისი შუბლიდან), გოთური რბილი სასა, ყლაპვისა დამეტყველების მოშლა. Read More …

შვარც – ჯამპელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შვარც – ჯამპელის სინდრომი – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ჩონჩხის მრავლობითი ანომალიებისა და ნერვ – კუნთოვანი აგზნების დარღვევების კომბინაცია. დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს კუნთოვანი ტონუსის მომატებით, რომლის ფონზეც შესაძლებელია Read More …

ღებინება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღებინება – კუჭის შიგთავსის უნებლიე, ბიძგისმაგვარი ამოსროლა პირიდან. აღნიშნული აქტი რეგულირდება სპეციალური ღებინების ცენტრის მიერ, რომელიც კოორდინაციას უწევს პილორუსის, კუჭის მუსკულატურის, აგრეთვე სასუნთქი და მუცლის პრესის კუნთების შეთანხმებულ შეკუმშვებს. ღებინება შესაძლოა განვითარდეს Read More …

სოჰარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოჰარის სინდრომი – მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსი. სავარაუდოა გადაცემის  ავტოსომურ – დომინანტური ტიპი. ნიშნები: ასთენიური, მარფანოიდური შესახედაობა ძალზე გრძელი კიდურებით და თათებით, მაღალი სასა; დაახლოებით ათი წლის ასაკში ვითარდება სმენის დაქვეითება (რისი მიზეზიცაა Read More …