Tag Archives: saswrafo

ჩირქოვანი ართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩირქოვანი ართრიტი – სახსრის ჩირქოვანი ანთება, ვითარდება ინფექციის ჰემატოგენური ან ლიმფოგენური (ტრამვების დროს) გზით, სხვა კერიდან (ოსტეომიელიტი, ფლეგმონა) გავრცელების შედეგად. პროცესში ჩართული შეიძლება იყოს მხოლოდ სინოვიური გარსი (ჩირქოვანი სინოვიტი), სასახსრე კაფსულა ან ჩანთა, ძვლების სასახსრე ზედაპირები და, ბოლოს, სახსრის ყველა ელემენტი  –  პანართრიტი. უხშირესად ზიანდება მსხვილი სახსრები:

Read More

ურგენტული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურგენტული – ტერმინი, რომელიც სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე მდგომარეობებისა და ავადმყოფებისათვის გადაუდებელი დახმარების ღონისძიებების დასახასიათებლად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More

სისხლდენა კუჭისა და თორმეტჯოგა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს

სისხლდენა კუჭისა და თორმეტჯოგა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს – წყლულების დიაგნოსტიკაში წამყვან როლს ასრულებს გასტროდუოდენოსკოპია: სისხლდენის ენდოსკოპური გამოვლინებები იყოფა: 1ა ტიპი  –  არტერიული სისხლდენა წყლულიდან; 1 ბ ტიპი  –  სისხლის დასერვა წყლულოვანი დეფექტიდან; 2 ტიპი  –  წყლული თრომბირებული სისხლძარღვით ფსკერზე. მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება  ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობით და ენდოსკოპური სურათით. 1 ა ტიპის დროს ნაჩვენებია სასწრაფო

Read More

საყლაპავის პერფორაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავის პერფორაცია – (ქირურგ.) ვითარდება ბასრი საგნების (თევზის ფხები, კბილის პროთეზები და სხ.) გადაყლაპვის შედეგად, წარუმატებელი ოპერაციების (ეზოფაგოსკოპიები, უცხო სხეული ამოღების მცდელობა) დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. საყლაპავის კედლის მთლიანობის დარღვევისთანავე ვითარდება მკვეთრი ტკივილები მკერდის ძვლის უკან და ზურგში, ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა, აღინიშნება ღებინების შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება და მტკივნეულობა.

Read More