ართროდეზი

განმარტებითი ლექსიკონი ართროდეზი – ქირურგიული ოპერაცია,რომლის დროსაც ხდება ძვლების სახსარში ფიქსაცია და მისი მოძრაობის შეზღუდვა.ართროდეზი ტარდება იმ შემთხვევაში,თუ სახსარი ძალიან მტკივნეულია,არამდგრადია ან დაზიანებულია ქრონოკული ინფექციური დაავადებით,ასევე იმ შემთხვევაში,თუ გარკვეული მიზეზების გამო შეუძლებელია ან არასასურველია ართროპლასტიკის ჩატარება.

აკრომიონი

განმარტებითი ლექსიკონი აკრომიონი – ბეჭის ზედა ნაწილის მოგრძო მორჩი (რომლითაც მთავრდება ბეჭის წვეტი),მისი ერთი ნაწილით დაკავშირებულია ლავიწთან და ქმნის ლავიწ-აკრომიონის სახსარს.

ადჰეზია

განმარტებითი ლექსიკონი ადჰეზია – 1.ორი სხვადასხვა ზედაპირის დაკავშირება (მაგალითად,სახსრების მოძრავი ზედაპირების ან შემართებელი ქსოვილის საშუალებით,რომელიც წარმოიქმნება ანთებით ან ტრამვირებულ უბანში).2.ჭრილობის შეხორცების პროცესი,რომლის დროსაც ჭრილობის კიდეები მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს.

აბარტიკულაცია

განმარტებითი ლექსიკონი აბარტიკულაცია – 1.სახსრის ამოვარდნილობა.2.სინოვიური სახსარი.

ცრუ სახსარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცრუ სახსარი – (ქირურგ.) ძველი მოტეხილობის ადგილზე მუდმივი მოძრაობის დარჩენა, რაც განპირობებულია ძვლოვანი შეხორცების არ არსებობით. ცრუ სახსრის განვითარების მიზეზებს მიეკუთვნება: ძვლების მოტეხილი ზედაპირების ერთმანეთთან არც თუ მჭიდრო მიტანა ძვლოვანი ნივთიერების მნიშვნელოვანი Read More …