წითელი მგლურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წითელი მგლურა – დაავადება კოლეგენოზების ჯგუფიდან, რომელსაც ახასიათებს შემაერთებელი ქსოვილის, სახსრების, კანის სეროზული გარსების, შინაგანი ორგანოების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და ვლინდება ტკივილებით სახსრებში, ცხელებით, მადის დაკარგვით, უძილობით და სხვ.; პათოგენეზში მთავარ Read More …

ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი – ვითარდება პირველადი ტუბერკულოზური კერიდან ჰემატოგენური გზით ინფექციის გადატანის შემთხვევაში. ავადდებიან უპირატესად ბავშვები სიცოცხლის პირველი 10 წლის განმავლობაში. უხშირესად ტუბერკულოზით ზიანდება ხერხემალი და მსხვილი სახსრები, თუმცა შესაძლოა დაზიანდნენ Read More …

ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი – (სინ.: ტკიპისმიერი პარტახტიანი ტიფი)   მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება პირველადი აფექტის არსებობით, რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, გავრცელებადი პოლიმორფული გამონაყრით. გამომწვევია Rickettsia sibirica; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2  Read More …

ჩირქოვანი ართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩირქოვანი ართრიტი – სახსრის ჩირქოვანი ანთება, ვითარდება ინფექციის ჰემატოგენური ან ლიმფოგენური (ტრამვების დროს) გზით, სხვა კერიდან (ოსტეომიელიტი, ფლეგმონა) გავრცელების შედეგად. პროცესში ჩართული შეიძლება იყოს მხოლოდ სინოვიური გარსი (ჩირქოვანი სინოვიტი), სასახსრე კაფსულა ან Read More …

შრატისმიერი დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი დაავადება – 1. ალერგიული დაავადება, რომელიც ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით შრატის შეყვანის შედეგად. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმები ანტისხეულების და ანტიგენის ურთიერთქმედებით. ავადდებიან უხშირესად მოზრდილები. სიმპტომები. დაავადება Read More …

შვარც – ჯამპელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შვარც – ჯამპელის სინდრომი – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ჩონჩხის მრავლობითი ანომალიებისა და ნერვ – კუნთოვანი აგზნების დარღვევების კომბინაცია. დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს კუნთოვანი ტონუსის მომატებით, რომლის ფონზეც შესაძლებელია Read More …

ქრონიკული არასპეციფიკური პოლიართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული არასპეციფიკური პოლიართრიტი – –  დაავადება იწყება 2 – 4 წლის ასაკში, ზოგჯერ სიცოცხლის პირველ წელზე. აღინიშნება ცხელება, ინტოქსიკაცია, სახსრების შეშუპება და მტკივნეულობა, თავდაპირველად მსხვილი სახსრების (მუხლის, იდაყვის, ტერფ – წვივის, მენჯ Read More …

ფიზიოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიზიოპათია – დამბლა ან კონტრაქტურა, რომელიც წარმოიქმნება რბილი ქსოვილების, სახსრების, პერიფერიული ნერვების მსუბუქი ტრავმით; კლინიკური გამოვლინებების გამოხატულება არ შეესაბამება ტრავმის სიმძიმესა და ხასიათს. შესაძლოა უკავშირდებოდეს ფსიქოგენურ ფაქტორებს და ან რეფლექტორული სიმპათიკური დისტორფიის Read More …

ფელტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფელტის სინდრომი – (A. R. Felty, ამერიკ. ექიმი)რევმატიული ართრიტის ფორმა, რომელიც სახსრების დაზიანებასთან ერთად ხასიათდება ნეიტროპენიითა და სპლენომეგალიით. სინდრომი ვითარდება რევმატიული ართრიტით დაავადებულებში, როგორც წესი, სისხლის შრატში რევმატოიდული ფაქტორის არსებობისას, საშუალოდ 10 Read More …

ურიკოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურიკოპათიები – (ლათ. (acidum) uricum შარდმჟავა + ბერძ. Pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) – დაავადებების ჯგუფი, რომლებსაც საფუძვლად უდევთ პურინების, ქსანტინის, ნუკლეინის მჟავების ცვლის მოშლა, რაც იწვევს სისხლში, შარდში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში შარდმჟავასა Read More …