ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩეინ – სტოქსის სუნთქვა – პერიოდული სუნთქვის ერთ – ერთი სახე: ზედაპირული და იშვიათი სუნთქვითი მოძრაობები, რომელიც თანდათანობით ხშირდება და ღრმავდება და მაქსიმუმს აღწევს 5 – 7 ჩასუნთქვის შემდეგ, შემდეგში კი კვლავ სუსტდება და იშვიათდება, დგება სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება – აპნოე, რის შემდეგაც ციკლი მეორდება. აღინიშნება გულის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შპერუნგი – (გერმ. Sperrung – გადაღობვა) ფსიქიატრიაში – აზრის მსვლელობის უეცარი გაწყვეტა ან აზრობრივი პროცესის ხანგრძლივი შეჩერება; წარმოადგენს შიზოფრენიის ერთ – ერთ დამახასიათებელ სიმპტომს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყურის დაზიანება – – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) დაფის აპკის დაზიანება შეიძლება იყოს სხვადასხვა საგნებით ჩიჩქნის, უცხო სხეულის მოცილების არასათანადოდ ცდის, ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილებების (საჰაერო კონტუზია, კესონში მუშაობის დროს დეკომპრესიის წესების დაუცველობა და ა.შ.), ქალას ტრამვების (უპირატესად ქალას ფუძის მოტეხილობები) შედეგი. სიმპტომები. ყურის ტკივილი,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოსფატ – დიაბეტი – (სინ.: ჰიპოფოსფატემიური ვიტამინ – D – რეზისტენტული რაქიტი, ჰიპოფოსფატემიური ოჯახური რაქიტი)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია თირკმლის მილაკებში ფოსფორის რეაბსორბციის მოშლით და ხასიათდება ძვლოვანი სისტემის რაქიტისმაგვარი ცვლილებებით. დაავადების პირველი სიმპტომები ვლინდება 1 – 2 წლის ასაკში; აღინიშნება ზრდის შეჩერება, ჩონჩხის დეფორმაცია, კუნთოვანი ჰიპოტონია. გაფრთხილება! ბმულები:
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.