ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია – ფილტვის ღეროს ან ფილტვის არტერიული სისტემის ტოტების  მწვავე ოკლუზია თრომბით, რომელიც წარმოიქმნა სისხლის მიმოქცევის დიდი წრის ვენებში, ან გულის მარჯვენა ღრუებში. ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გართულებას; Read More …

ფიბროზულ – კუნთოვანი დისპლაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროზულ – კუნთოვანი დისპლაზია – არტერიების არაათეროსკლეროზული, არაანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ელასტიკური ქსოვილის დეგენერაციით, ფიბროზული ან გლუვკუნთოვანი ქსოვილის ზრდით, სისხლძარღვთა სეგმენტური შევიწროებით და ამა თუ იმ ორგანოს იშემიით. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება Read More …

სეგმენტური დარღვევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეგმენტური დარღვევები – მამოძრავებელი, მგრძნობიარე, ვეგეტატიური დარღვევები ზურგის ტვინის გარკვეული სეგმენტის ინერვაციის ზონაში; ადასტურებს ზურგის ტვინის დაზიანებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სეგმენტექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეგმენტექტომია – (ლათ. Segmentum მონაჭერი + ბერძ. Ektome გაკვეთა, ამოკვეთა; სინ.: სეგმენტური რეზექცია, სეგმენტის რეზექცია) ორგანოს ერთი ან რამდენიმე სეგმენტის ამოკვეთა (მაგ. ფილტვის, ღვიძლის) სეგმენტთაშორისი ანატომიური საზღვრის ფარგლებში. ორი სეგმენტის მოკვეთას უწოდებენ Read More …

კვანძოვანი პერიარტერიიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კვანძოვანი პერიარტერიიტი – დაავადება, რომელიც ვითარდება წვრილი და საშუალო კალიბრის სისხლძარღვების დაზიანების შედეგად სისხლძარღვოვანი კედლის ანთების ნიშნებითა და მისი სეგმენტური ნეკროზით. დაავადება ხასიათდება რიგი სისტემებისა და ორგანოების დაზიანებით და მიეკუთვნება კოლაგენოზურ დაავადებებს. Read More …

კერშნერ – ადამსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კერშნერ – ადამსის სინდრომი – ქრონიკული არასპეციფიკური ჩირქოვანი პნევმონიტი. ქრონიკული ინტერსტიციული პნევმონიის ნაირსახეობა. დაავადება ვითარდება ნელა, წლების მანძილზე. ნიშნები: ხველა ნახველის მცირე რაოდენობით, ჰემოფტიზი, ტკივილი გულმკერდში, პერკუსიის მოყრუების მცირე ზონა, უპირატესად ცალმხრივი Read More …