შუასაყარი

შუასაყარი – (mediastinum)გულმკერდის ღრუს ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია გულმკერდის უკანა ზედაპირით  –  წინიდან, ხერხემლის გულმკერდის ნაწილით – უკანიდან, მარჯვენა და მარცხენა მედიასტინალური პლევრით – გვერდებიდან, გულმკერდის ზედა აპერტურით ზევიდან, და დიაფრაგმით ქვევიდან. ტოპოგრაფანატომები შუასაყარს განსაზღვრავენ, როგორც ორგანოთა კომპლექსს, რომლებიც მდებარეობენ გულმკერდის Read More …

სარკომერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარკომერი – (sarcomerus ბერძნ. sarx, sarcos  –  ხორცი და meros  –  ნაწილი) მიოფიბრილების სტრუქტურული ერთეული, რომელიც შემოსაზღვრულია ორი მეზობელი ტელოფრაგმით. სარკომერის შემადგენლობაში შედის ღია ფერის (იზოტროპული) დისკოების ორი ნახევარი და ერთი მუქი Read More …

რაბდომიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რაბდომიომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილიდან. აღინიშნება ხშირად ბავშვებში. მდებარეობს კუნთების სისქეში და მსხვილი სახსრების მიდამოში. წარმოადგენს კვანძს, რომელიც ზოგჯერ აღწევს 10 – 15 სმ დიამეტრს, მკვრიველასტიური კონსისტენციისაა, მოძრავი Read More …

პლაზმოდესმოსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლაზმოდესმოსები – (plasmodesmi იხ.პლაზმა და ბერძნ.desmos – კავშირი) – ციტოპლაზმური შეერთება მეზობელ უჯრედებს შორის, რომელთაც უჯრედშორისი ხიდების სახე აქვთ. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემების თანახმად, თითოეული უჯრედის ციტოპლაზმა პლაზმოდესმოსების შემადგენლობაში შემოსაზღვრულია ციტოპლაზმური მემბრანით და Read More …

ლიპოის მჟავა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიპოის მჟავა – გოგირდის შემცველი მონოკარბონის მჟავა. მონაწილეობს როგორც კოფერმენტი ორგანიზმის ჟანგვით რეაქციებში. წარმოადგენს ზრდის ფაქტორს ზოგიერთი მიკროორგანიზმისათვის.- (კანისა და ვენ. დაავ.) lipoma ცხიმოვანი ქსოვილიდან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე. ლოკალიზდება უპირატესად  კანქვეშა ცხიმოვან Read More …

კარიოლიმფა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიოლიმფა – (caryolympha ბერძნ.caryon  –  ბირთვი და lympha  –  გამჭვირვალე სითხე; სინ.ბირთვის წვენი, ბირთვის პლაზმა, ნუკლეო­პლაზმა) უჯრედის ბირთვის თხიერი ჰომოგენური ძირითადი ნივთიერე­ბა, რომელიც შემოსაზღვრულია ბირთვის მემბრანით  –  კა­რიოლემით. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ბირთვაკების Read More …

კავერნომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კავერნომა – კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნე, ჰემანგიომის ერთ – ერთი ფორმა. მისთვის დამახასიათებელია გაფართოებული სისხლძარღვთა ღრუების წარმოქმნა, რომლებიც შემოსაზღვრულია შემაერთებელი ქსოვილის ძგიდეებით და აგებულებით მოგვაგონებს მღვიმოვან (კავერნოზულ) სხეულს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

ვაკუოლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვაკუოლი – (vacuola ლათ.vacuus  –  ცარიელი)  უჯრედის ციტოპლა­ზმაში სფერული ღრუ, რომელიც შემოსაზღვრულია ციტოპლაზ­მური მემბრანით და ამოვსებულია ჰომოგენური თხიერი შიგთავსით (უჯრედის სითხით). ვაკუოლების ზომა და მათი შიგთავსის ქიმიური შედგენილობა შეიძლება სულ სხვადასხვანაირი იყოს. Read More …