Tag Archives: Sesabamisad

შრომითი, საყოფაცხოვრებო  და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრომითი, საყოფაცხოვრებო  და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები – სპეციალური სანიტარიულ – ჰიგიენური, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, მიკროსოციალური ფაქტორები, რომლებიც შესაძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შეასრულოს შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობა რეაბილიტაციური პოტენციალის შესაბამისად. (საქართველოს კანონი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი – შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი სამედიცინო – ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს პირის შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დადასტურებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; (საქართველოს კანონი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფუა – ალაჟუანინის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუა – ალაჟუანინის სინდრომი – (Ch. Foix, ფრან. ნევროპათოლოგი; Th. Alajouanine,   ფრან.  ნევროპათოლოგი) დაავადება, რომელიც  განპირობებულია ზურგის ტვინის სისხლძარღვების და მისი გარსების  პათოლოგიური ზრდით, ზურგის ტვინის ქსოვილის შემდგომი ნეკროზით; ვლინდება კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით, დაზიანების ლოკალიზაციის შესაბამისად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფოლიკულური საკვერცხის ეპითელიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულური საკვერცხის ეპითელიუმი – (epithelium folliculare / stratum granulosum / ბერძნ.epi  –  ზევით, thele  –  დვრილი; ლათ.folliculus  –  ფოლიკული, stratum  –  შრე და პკფტგდგქ  –  მარცვალი) საკვერცხის ფოლიკულის ამომფენი ეპითე­ლიუმი, რომლის სისქე ფოლიკულის განვითარების შესაბამისად იცვლება ერთი შრიდან მრავალ შრემდე. ფოლიკულური ეპითელიო­ციტები  –  ფოლიკულოციტები მონაწილეობენ ოოციტის კვებასა

Read More

ფილტვის ვენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის ვენები – (venae pulmonalis) ორი მარჯვენა და ორი მარცხენა ფილტვის ვენები, რომელთაც მოაქვთ არტერიული სისხლი შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ფილტვიდან მარცხენა წინაგულში და წარმოადგენენ სისხლის მიმოქცევის მცირე წრის, ანუ ფილტვის წრის საბოლოო რგოლს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა