ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია) – ხასიათდება ნევრალგიური და ვეგეტატიური მოშლილობით. პირველი გამოიხატება ტკივილის შეტევით ცხვირის ფუძის, თვალის კაკლის, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების, ზედა, იშვიათად ქვედა ყბის მიდამოებში Read More …

სინუს – თრომბოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინუს – თრომბოზი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია თავის ტვინის ვენური სინუსების თრომბოზით. შესაძლოა ჰქონდეს ან სეპტიკური, ან ასეპტიკური ხასიათი და განვითარდეს როგორც მრავალი პათოლოგიური მდგომარეობების გართულება. კლინიკურად ვლინდება თავის ტკივილით, განმეორებითი  Read More …

პათოლოგიური აფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პათოლოგიური აფექტი – ფსიქიკის ხანმოკლე მოშლა, რომელიც გამოიხატება არაჩვეულებრივად ძლიერი განრისხების უეცარი შეტევით და რომელიც წარმოიქმნება ფსიქიკური ტრავმის პასუხად. პათოლოგიური აფექტი მიმდინარეობს გონების ღრმა დაბინდვით, მოძრაობითი აგზნებით, ავტომატური მოქმედებებით და შემდგომი ამნეზიით. Read More …

ნაღვლის ბუშტის წყალმანკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაღვლის ბუშტის წყალმანკი – (ქირურგ.) ვითარდება ბუშტის სადინრის სრული დახშობის შედეგად (ჩვეულებრივ ქოლეცისტიტის შეტევის შემდეგ). ნაღვლის ბუშტში არსებული ნაღველი იცვლება წარმოქმნილი ანთებითი ექსუდატის ზეგავლენით და გარდაიქმნება ლორწოვან – წყლიან სითხედ. ნაღვლის ბუშტი Read More …

კოჟევნიკოვის ეპილეფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოჟევნიკოვის ეპილეფსია – (ა. ი. კოჟევნიკოვი, რუსი ნევროპათოლოგი; სინ.: ქერქული ეპილეფსია) სინდრომი, რომელიც ხასიათდება მუდმივი, ან ხანმოკლე ინტერვალის მქონე ლოკალიზებული კლონური კრუნჩხვებით, რომლებიც პერიოდულად ძლიერდება და მთავრდება ეპილეფსიური შეტევით. წარმოადგენს ეპილეფსიის განსაკუთრებულ Read More …