ძვლის ცისტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლის ცისტა – კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი – ძვალშიგა ღრუ, რომელიც შეიცავს სეროზულ ან ჰემორაგიულ სითხეს. ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, სანამ არ შეურთდება პათოლოგიური მოტეხილობა, რის შემდეგაც შესაძლოა თვითშეხორცება; პროცესი აქტიურია, შესაძლოა განმეორება. მკურნალობა Read More …

შრატისმიერი დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი დაავადება – 1. ალერგიული დაავადება, რომელიც ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით შრატის შეყვანის შედეგად. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმები ანტისხეულების და ანტიგენის ურთიერთქმედებით. ავადდებიან უხშირესად მოზრდილები. სიმპტომები. დაავადება Read More …

შვარც – ბატერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შვარც – ბატერის სინდრომი – დაკავშირებულია ანტიდიურეზული ჰორმონის ჭარბ სეკრეციასთან, რაც იწვევს ორგანიზმში სითხის დაგროვებას, სისხლში ნატრიუმის შემცველობისა და სმოსური წნევის  დაქვეითებას. ნატრიუმის გამოყოფა შარდთან გრძელდება. მიზეზები შესაძლოა იყოს ქალა – ტვინის Read More …

ქსოვილოვანი თერაპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი თერაპია – სამკურნალო მიზნებით ორგანიზმში კონსერვირებული ცხოველური ან მცენარეული ქსოვილებისა და მათი პრეპარატების შეყვანა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფრუქტოზემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრუქტოზემია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ფრუქტოზო – 1 – ფოსფატალდოლაზის უკმარისობით. მანიფესტირდება ადრეული ბავშვობის ასაკში: ფრუქტოზის ან საქაროზის მიღების შემდეგ წარმოიქმნება ჰიპოგლიკემიის ნიშნები (ოფლიანობა, გულის წასვლა და სხვ.), გულისრევა, ღებინება, ტკივილი Read More …

ტამპონადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტამპონადა – ტამპონის შეყვანა ჭრილობაში ან ორგანიზმის ღრუში სისხლდენის შესაჩერებლად ან ჩირქოვანი კერის შემოსასაზღვრავად, რიგ შემთხვევებში – ჭრილობებიდან ან აბსცესებიდან ჩირქოვანი ექსუდატის ევაკუაციისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა Read More …

სუბოქციპიტალური პუნქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუბოქციპიტალური პუნქცია – (ლათ. წინსართი sub –  ქვემოთ + occipitium კეფა)ნემსის შეყვანა კეფის დიდ აუზში სადიაგნოსტიკო, ან სამკურნალო მიზნებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტერეოტაქსური მეთოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტერეოტაქსური მეთოდი – (ბერძ. Stereos მყარი, მოცულობითი სივრცითი + taxis განლაგება) ტვინის ღრმად მდებარე სტრუქტურებზე ქირურგიული ზემოქმედების მეთოდი ტვინის და ქალას ორიენტირების გამოყენებით. ნეიროქირურგიაში და ნეიროფიზიოლოგიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის გარკვეულ წერტილამდე მიღწევა Read More …

პერნიციოზული ანემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერნიციოზული ანემია – დაავადება რომელიც განპირობებულია ორგანიზმში B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ სისხლწარმოქმნის დარღვევასთან. მისი მიზეზია კუჭში ე. წ. კასლის შინაგანი ფაქტორის გამომუშავების არარსებობა, რაც აუცილებელია B12 ვიტამინის ათვისებისათვის, კუჭის ლორწოვანი გარსის ატროფიის, Read More …

პარიეტოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარიეტოგრაფია – (ლათ. Paries კედელი + ბერძ. Grapho წერა, გამოსახვა) ღრუ ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება მათში გაზის შეყვანა. ეს მეთოდი არ ცვლის, არამედ ავსებს ჩვეულებრივ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას და გამოიყენება Read More …